კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. კომერციული ბანკების საქმიანობა რეგლამენტირდება ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით , „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

1¹.აქციონერთა საერთო კრების მოწვევის, სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის, აქციონერთა უფლებებისა და მოვალეობების, სამეწარმეო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვისა და აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ ამ კანონის მოთხოვნები, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით, VIII თავით, 152-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებით, 164-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 166-ე მუხლის პირველი პუნქტით, 169-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით, 170-ე და 189-ე მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 192-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებით, 193-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5−მე-10 პუნქტებით, 194-ე და 201-ე მუხლებით, 202-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებითა და 225-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, არ ვრცელდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე.

2.არავის არა აქვს უფლება, მოიზიდოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე.

3.არავის არ აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“, „მიკრობანკი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გარეშე, იმავე კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ან როდესაც იმ კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ბანკი“, „მიკრობანკი“, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას.

4.(ამოღებულია – 01.07.2011, №5002 ).

4¹.(ამოღებულია – 01.07.2011, №5002 ).

4².(ამოღებულია – 01.07.2011, №5002 ).

4³.(ამოღებულია – 01.07.2011, №5002 ).

5.კომერციულ ბანკებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ამ კანონსა და სხვა კანონებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კანონის დებულებანი. საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1636 - სსმ I, №2 26.10.1998 წ., მუხ.27 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1742 - სსმ I, №7 31.12.1998 წ., მუხ.60 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №880 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ. თავი II ლიცენზირება საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
223¹10²3434191210491521633411822
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებკომერციული ბანკების სა…მეწარმეთა შესახებმიკროსაფინანსო ორგანიზ…მიკრობანკების საქმიანო…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა