Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 7

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო ლიცენზირებარისკების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ეროვნული ბანკია უფლებამოსილი, კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია. მისი გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) კომერციული ბანკის თხოვნა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე; ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ  კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა; გ) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ყალბი ან/და არასწორი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა; დ) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების დღიდან 12 თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა, ხოლო მოქმედი კომერციული ბანკის მიერ საქმიანობის 6 თვეზე მეტი ხნით შეწყვეტა; ე) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ბიზნესგეგმიდან და  ბიზნესსტრატეგიიდან მნიშვნელოვანი გადახვევა ეროვნულ ბანკთან შეუთანხმებლად; ვ) კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმა, მიერთება ან გამოყოფა; ზ) ეროვნული ბანკის  მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის არარსებობა, ან ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით კრედიტორების ნდობის დაკარგვა, ან მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობა; თ) კომერციული ბანკის აქციონერების გადაწყვეტილება კომერციული ბანკის გაუქმების ან ლიკვიდაციის შესახებ; ი) კომერციული ბანკის რისკების მართვის სუსტი მოდელი, მისი ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელი ან არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს კომერციული ბანკის დეპოზიტარებს ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობას ან საფრთხე შეუქმნას საბანკო სისტემის სტაბილურ და ეფექტურ ფუნქციონირებას; კ) კომერციული ბანკის არსებული ან მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები, რომლებიც შეიძლება გამოიხატოს მოგებიანობის სუსტი მაჩვენებლებითა და საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევით ან სხვაგვარად; ლ) კომერციული ბანკის არსებული ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა; ლ 1 ) კომერციული ბანკის ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ან სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრების გამოყენების ან იმავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის საჭიროება; ლ 2 ) ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების ან/და ამავე კანონის 30 1 მუხლით განსაზღვრული ადრეული ინტერვენციის ზომის უშედეგოდ გამოყენება; მ) კომერციული ბანკის ჯგუფის სტრუქტურის სირთულე ან/და არაგამჭვირვალობა, რაც აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას; ნ) კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რომელიც საფრთხეს უქმნის კომერციული ბანკის ან/და ფინანსური სექტორის ფინანსურ სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას; ო) სასამართლოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; პ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შეუსაბამობა; პ 1 ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის უშედეგოდ დასრულება; ჟ) უცხოური ბანკის ფილიალის სათავო დაწესებულებისთვის სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა, ან შემთხვევა, როდესაც, ეროვნული ბანკის შეფასებით, უცხოური ბანკი არ ასრულებს უცხოური ბანკის ფილიალის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე, ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ ხდება ან გონივრულ ვადაში არ მოხდება რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ან გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ან გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება საქართველოში ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისთვის საკმარისი არ იქნება, ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში შემოღებულ რეზოლუციის რეჟიმში ან გაკოტრების ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში საქართველოში არსებული უცხოური ბანკის ფილიალის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება; რ) პირობითი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, პირობითი ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნების/შეზღუდვების შეუსრულებლობა. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3950 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

რედაქციების შედარება

ეროვნული ბანკია უფლებამოსილი, კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია. მისი გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) კომერციული ბანკის თხოვნა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე; ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ  კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა; გ) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ყალბი ან/და არასწორი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა; დ) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების დღიდან 126 თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა, ხოლო მოქმედი კომერციული ბანკის მიერ საქმიანობის 6 თვეზე მეტი ხნით შეწყვეტა;განუხორციელებლობა; ე) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ბიზნესგეგმიდან და  ბიზნესსტრატეგიიდან მნიშვნელოვანი გადახვევა ეროვნულ ბანკთან შეუთანხმებლად; ვ) კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმა, მიერთება ან გამოყოფა; ზ) ეროვნული ბანკის  მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის არარსებობა, ან ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით კრედიტორების ნდობის დაკარგვა, ან მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობა; თ) კომერციული ბანკის აქციონერების გადაწყვეტილება კომერციული ბანკის გაუქმების ან ლიკვიდაციის შესახებ; ი) კომერციული ბანკის რისკების მართვის სუსტი მოდელი, მისი ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელი ან არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს კომერციული ბანკის დეპოზიტარებს ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობას ან საფრთხე შეუქმნას საბანკო სისტემის სტაბილურ და ეფექტურ ფუნქციონირებას; კ) კომერციული ბანკის არსებული ან მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები, რომლებიც შეიძლება გამოიხატოს მოგებიანობის სუსტი მაჩვენებლებითა და საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევით ან სხვაგვარად; ლ) კომერციული ბანკის არსებული ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა; ლ 1 ) კომერციული ბანკის ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო დაფინანსების საჭიროება ან იმავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის საჭიროება; ლ 2 ) ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების ან/და ამავე კანონის 30 1 მუხლით განსაზღვრული ადრეული ინტერვენციის ზომის უშედეგოდ გამოყენება; მ) კომერციული ბანკის ჯგუფის სტრუქტურის სირთულე ან/და არაგამჭვირვალობა, რაც აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას; ნ) კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რომელიც საფრთხეს უქმნის კომერციული ბანკის ან/და ფინანსური სექტორის ფინანსურ სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას; ო) სასამართლოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; პ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან ბენეფიციარი მესაკუთრის საქართველოსმიერ კანონმდებლობითამ კანონით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთანკრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობა; პ 1 ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის უშედეგოდ დასრულება; ჟ) უცხოური ბანკის ფილიალის ან/და შვილობილი ბანკის სათავო დაწესებულებისთვის სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა, ან შემთხვევა, როდესაც, ეროვნული ბანკის შეფასებით, უცხოური ბანკი არ ასრულებს უცხოური ბანკის ფილიალის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე, ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ ხდება ან გონივრულ ვადაში არ მოხდება რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ან გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ან გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება საქართველოში ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისთვის საკმარისი არ იქნება, ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში შემოღებულ რეზოლუციის რეჟიმში ან გაკოტრების ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში საქართველოში არსებული უცხოური ბანკის ფილიალის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება; რ) პირობითი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, პირობითი ლიცენზიისსაქართველოს გაცემასთანკანონმდებლობით დაკავშირებულიგანსაზღვრული მოთხოვნების/შეზღუდვებისსხვა შეუსრულებლობა.შემთხვევა. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეგულატორული რისკის შეფასება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბანკო ლიცენზიის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №53

5
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21მუხლი 30მუხლი 30¹მუხლი 33

მიუთითებენ მასზე

მუხლი 37¹⁴მუხლი 37¹მუხლი 34მუხლი 37¹²მუხლი 37⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები
  • 10²კომერციული ბანკის მიკრობანკად გარდაქმნა
  • 4ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 9მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება
  • 18მიკრობანკის კომერციულ ბანკად გარდაქმნა
  • 10მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 25ლიცენზიის გაუქმება
  • 26ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55³კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9⁴საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზია
  • 9²დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10²მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25213030¹3337¹⁴37¹3437¹²37⁸810²55³9187
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…არასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026