კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 12. კომერციული ბანკის წესდება

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომერციულ ბანკს აქვს წესდება. კომერციული ბანკის წესდება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით ეცნობება ეროვნულ ბანკს.

2.კომერციული ბანკის მართვა ხორციელდება მისი წესდებითა და სხვა შიდაორგანიზაციული წესებით, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს მის ორგანიზაციულ სტრუქტურას, რისკების მართვის ჩარჩოს, პასუხისმგებლობებს და უნდა იყოს ფორმალიზებული და ეროვნული ბანკისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი.

3.კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს თავის წესდებასა და სხვა შიდაორგანიზაციულ წესებს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირთა სიას, რომლებსაც კომერციული ბანკის წარმომადგენლის უფლებამოსილება აქვთ, მათი ხელმოწერების ნიმუშებს და მათი უფლებამოსილების ფარგლების შესახებ აღნიშვნას. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10²9⁴1913255³496120182512
მნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს ეროვნული ბ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…მეწარმეთა შესახებლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა