Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 25

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 25. მიკრობანკის საქმიანობის ზოგადი პრინციპები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ციფრული ბანკინგიგადახდის მომსახურებაკრიპტო კიბერუსაფრთხოებაპრივატ ბანკინგიWeb3 dApp დეველოპმენტიGDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიკრობანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიისთვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკის იმ წესების, ნორმატივებისა და ინსტრუქციების გამოქვეყნება, რომლებიც ერთზე მეტ მიკრობანკს ეხება. ისინი მოქმედებს გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში მითითებული შესაბამისი თარიღიდან.

2.მიკრობანკის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიკრობანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევისას მიკრობანკი ვალდებულია კლიენტს გადაუხადოს დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0.5 პროცენტისა ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე.

3.მიკრობანკი უფლებამოსილია შეიმუშაოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის საფუძველზედაც მიკრობანკის მიერ მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. ასეთი ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მატერიალურ დოკუმენტს მოითხოვს.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენა სავალდებულო არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიკრობანკი მომსახურების გაწევის დროს იყენებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის საშუალებით განხორციელებულ ხელმოწერას ან ხელმოწერას, რომლის სერტიფიკატიც გაცემულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

5.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები მიკრობანკს არ უზღუდავს უფლებას, მომსახურების გაწევის დროს გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკს მოსთხოვოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების პოლიტიკის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმება. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკის მიერ წარდგენილი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის შეფასების შემდეგ უარს განაცხადებს ამ პუნქტის შესაბამისად ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის შეთანხმებაზე, მიკრობანკი ვალდებულია შეწყვიტოს ასეთი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • Cookie-ფაილების გამოყენების წესები და თანხმობა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კერძო საბანკო შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კიბერუსაფრთხოების სტანდარტები კრიპტო ბიზნესისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორპორაციული კრიპტო ტრენინგი აღმასრულებლებისთვის და გუნდებისთვისსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ელექტრონული დოკუმე… 3მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 134

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 20მიკრობანკის კორპორაციული მართვა
  • 32ანგარიშგება და ინსპექტირება
  • 4სალიცენზიო მოთხოვნები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 19საბანკო საქმიანობის ზოგადი პრინციპები
  • 10²კომერციული ბანკის მიკრობანკად გარდაქმნა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9მიკროსესხის გაცემის პირობები
  • 9¹დარღვევები და სანქციები
  • 10²მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 11შეტყობინება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 23¹ზოგადი მოთხოვნები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 68ადმინისტრირების ნორმები
  • 50მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23¹99¹10²1341910²685011332032425
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული დოკუმენტის…მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს სამოქალაქო…კომერციული ბანკების სა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026