Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 49

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 49. კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა

რედაქცია №66 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:სატრანსპორტო საშუალებების შეფასებაDeFi ინვესტიცია და მოსავლიანობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების (მათ შორის, კომერციული ბანკისთვის პირობითი ლიცენზიის) გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნებისა და შეზღუდვების დაწესებას, საზედამხედველო ზომებისა და სანქციების გამოყენებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკისა და მიკრობანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრეების, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ და სამართლებრივი აქტით დაუწესოს მათ დამატებითი მოთხოვნები; დ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები შესაბამის ორგანოებს გადაეცემა; ე) კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუზარდოს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები; ვ) კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან გათავისუფლება; კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზია; ზ) კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისთვის ნორმატიული აქტით დაადგინოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების წესები, განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; თ) კომერციული ბანკისთვის პირობითი ლიცენზიის გაცემისას რისკების შესამცირებლად განსაზღვროს შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები, მათი სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები, აგრეთვე პირობითი ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები; ი) გამონაკლის შემთხვევებში „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა კომერციული ბანკის, მიკრობანკის ადმინისტრატორის დანიშვნაზე და განსაზღვროს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა არაუმეტეს 6 თვისა; კ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისგან; ლ) განიხილოს და შეაფასოს კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული და წარდგენილი გაჯანსაღების გეგმა, აგრეთვე მოსთხოვოს მას გაჯანსაღების გეგმაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადრეული ინტერვენციის ზომა, ხოლო მიკრობანკის მიმართ − „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი; ნ) განსაკუთრებულ შემთხვევაში საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისთვის დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები: საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, დამატებით დაუწესოს დასვენების დღეები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეები ან/და შაბათი ან/და კვირადღე გამოაცხადოს საბანკო დღეებად/დღედ; დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები ან/და გაათავისუფლოს შეზღუდვებისგან და განახორციელოს საფინანსო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი სხვა ქმედება; ო) ამ კანონის 55​ 1 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად და რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად დააწესოს გამარტივებული საზედამხედველო მოთხოვნები; პ) თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება; ჟ) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის საქმიანობას ზედამხედველობა გაუწიოს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე; რ) განახორციელოს იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის რეგულირება და ზედამხედველობა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების დროებით ადმინისტრატორსა და ლიკვიდატორს ნიშნავს ეროვნული ბანკი. ისინი ანგარიშვალდებული არიან ეროვნული ბანკის წინაშე. დროებით ადმინისტრატორსა და ლიკვიდატორზე გადადის კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება.

3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს, მიკრობანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას განუსაზღვროს კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი.

4.კომერციული ბანკი, მიკრობანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით შეიძლება გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადდეს.

5.ეროვნული ბანკი საერთაშორისო ფინანსური კომპანიის შემოწმებას ახორციელებს თავის მიერ დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, მხოლოდ იმ შეზღუდვების დაცვის შესამოწმებლად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით საერთაშორისო ფინანსური კომპანიებისთვის არის დაწესებული.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 დეკ. 2025
წინა მუხლი 48³შემდეგი მუხლი 49¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომერციული სატრანსპორტო ფლოტის (ავტოპარკის) შეფასებასერვისის გვერდი
  • DeFi პორტფელის აგრეგაცია და მონიტორინგი (DeBank, Zapper)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №66

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-12
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 1

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება
  • 50მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა
  • 49¹საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობა

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 27საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 29ანგარიშგება და ინსპექტირება
  • 30ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)
  • 37³კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 27ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 42სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 4სალიცენზიო მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27293037³1485049¹42264532749
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…არასაბანკო სადეპოზიტო …კომერციული ბანკების სა…იპოთეკით დაცული ობლიგა…ფასიან ქაღალდებად გარდ…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026