გამოყენების სფერო და დისპოზიციურობის პრინციპი 1. ეს კანონი აწესრიგებს მეწარმის სამართლებრივ ფორმებს, მათი დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცედურებს და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუ აღნიშნული პროცედურა ან საკითხი განსხვავებულად წესრიგდება სხვა საკანონმდებლო აქტით ან სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, მოქმედებს ეს სხვა საკანონმდებლო აქტი/საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
2.სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კოოპერატივის წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ნორმის შინაარსიდან და მიზნიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ის იმპერატიულია.
3.სამეწარმეო საზოგადოების წესდებით (შემდგომ − წესდება) შეიძლება მოწესრიგდეს აგრეთვე ის საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, ან განივრცოს ამ კანონის ის ნორმები, რომლებიც შესაბამის საკითხებს ამომწურავად არ აწესრიგებს.
4.სააქციო საზოგადოების წესდებით ან აქციონერთა შეთანხმებით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით დაშვებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
გამოყენებისსფეროდადისპოზიციურობისპრინციპი1. ეს კანონი აწესრიგებს მეწარმის სამართლებრივ ფორმებს, მათი დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცედურებს და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუ აღნიშნული პროცედურა ან საკითხი განსხვავებულად წესრიგდება სხვა საკანონმდებლო აქტით ან სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, მოქმედებს ეს სხვა საკანონმდებლო აქტი/საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კოოპერატივის წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ნორმის შინაარსიდან და მიზნიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ის იმპერატიულია.
3. სამეწარმეო საზოგადოების წესდებით (შემდგომ − წესდება) შეიძლება მოწესრიგდეს აგრეთვე ის საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, ან განივრცოს ამ კანონის ის ნორმები, რომლებიც შესაბამის საკითხებს ამომწურავად არ აწესრიგებს.
4. სააქციო საზოგადოების წესდებით ან აქციონერთა შეთანხმებით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით დაშვებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 15 დეკ. 2022ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…რეაბილიტაციისა და კრედ…არასაბანკო სადეპოზიტო …სამეწარმეო საქმიანობის…ფასიანი ქაღალდების ბაზ…კონკურენციის შესახებ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა