Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებმუხლი 10

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

მუხლი 10. ბიოსფერული რეზერვატი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:წყლის რესურსებიდაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბიოსფერული რეზერვატი იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების დინამიურ და თვითრეგულირებად მდგომარეობაში დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, გარემოს გლობალური მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის, რეკრეაციული და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

2.ბიოსფერული რეზერვატი საჭიროებს ფართო ტერიტორიას, რომელზეც მოცემულია საერთაშორისო ღირებულების მქონე ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი და ბუნებრივ-ანთროპოგენური ობიექტი. ესენია: ბიომების წარმომადგენლობითი ბუნებრივი ნიმუშები; განსაკუთრებული ბუნებრივი წარმონაქმნების მომცველი გამორჩეული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები; მოცემულ ბიომებში ტრადიციული მიწათსარგებლობის ისტორიულ პროცესში წარმოქმნილი ჰარმონიული ლანდშაფტების ნიმუშები; ისეთი სახეცვლილი და დეგრადირებული ლანდშაფტები, რომელთა ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. შერჩეული ტერიტორია ბიოსფერულ რეზერვატად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს „ადამიანი და ბიოსფეროს“ იუნესკოს პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო.

3.ბიოსფერული რეზერვატი შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ზონებისაგან: ა) ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონა; ბ) ბუნების მართვადი დაცვის (მანიპულაციების) ანუ ბუფერული ზონა; გ) აღდგენის ზონა; დ) ტრადიციულ კულტურული ლანდშაფტის ზონა. ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დასაშვებია მხოლოდ მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვება. ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დასაშვებია კვლევა-ძიების, გარემოს დაცვისა და აღდგენითი საქმიანობა. აღდგენის ზონაში დასაშვებია ანთროპოგენიზაციის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების დაცვა და აღდგენა. ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონაში დასაშვებია განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციული სამეურნეო გამოყენება.

4.ბიოსფერული რეზერვატის ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორიის კატეგორიის ჩართვა (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია).

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტერიტორიის რემედიაციასერვისის გვერდი
  • ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №23

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 16დაცული ტერიტორიის დამხმარე (ბუფერული) ზონა
  • 5ეროვნული პარკი
  • 8დაცული ლანდშაფტი

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 39ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა
  • 37ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა
  • 38განაშენიანების რეგულირების ზონისა და რეჟიმის დადგენა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 45ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვის მიზანი
  • 4ძირითადი ცნებების განმარტებანი
  • 49დაცული ტერიტორიების კატეგორიები

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 16ცხოველთა სამყაროს დაცვის უზრუნველყოფა
  • 9ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობის ძირითადი მოთხოვნები

მტირალას ეროვნული პარკის შესახებ

  • 3პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
393738316584544916910
მნიშვნელობით ახლოსდაცული ტერიტორიების სი…კულტურული მემკვიდრეობი…გარემოს დაცვის შესახებცხოველთა სამყაროს შესა…მტირალას ეროვნული პარკ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026