ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 16. ცხოველთა სამყაროს დაცვის უზრუნველყოფა

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს : ა ) ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ კონსერვაციას ; ბ ) ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ დაცვის ( კონსერვაციის ) და მომრავლების წესების დადგენას ; გ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის აკრძალვისა და შეზღუდვის დაწესებას ; დ ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო გზების , წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვას .

2.ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით სახელმწიფო : ა ) ქმნის ნაკრძალებს , ეროვნულ პარკებს , აღკვეთილებსა და სხვა დაცული ტერიტორიების კატეგორიებს ; ბ ) აფინანსებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების გენოფონდის რეზერვატების (ex-situ კონსერვაციის ) შექმნასა და ფუნქციონირებას ; გ ) იცავს ცხოველთა სამყაროს თვითნებური სარგებლობისგან და სხვა დარღვევებისაგან ; დ ) გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით ატარებს სამშენებლო , საწარმოო თუ ტექნოლოგიურ პროცესთა პროექტების ექსპერტიზას , რომელთა განხორციელებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ცხოველთა სამყაროს ; ე ) არეგულირებს ბუნებიდან ცხოველთა სამყაროს ობიექტების ამოღებას , მათ შორის ზოოლოგიური კოლექციებისთვის ; ვ ) ატარებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გარეულ ცხოველთა დაავადებების , სტიქიური უბედურებებისა და სხვა მიზეზების შედეგად მათი დაღუპვის თავიდან აცილებისათვის ; ზ ) აფინანსებს მეცნიერულ კვლევას , რომლის მიზანია ცხოველთა სამყაროს დაცვის მეთოდების დამუშავება და დახვეწა ; თ ) ადგენს ცალკეულ სახეობათა კეთილდღეობის სტატუსს ; ი ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ეწევა ცხოველთა სამყაროს დაცვის პროპაგანდას .

3.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხოველთა სამყაროს დაცვის სტიმულირებისთვის ხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური და მორალური წახალისება .

4.განსაკუთრებულ შემთხვევებში , ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , სამინისტრო უფლებამოსილია შეზღუდოს ან აკრძალოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე .

5.განსაკუთრებულ შემთხვევებში , ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე რეგულირდება დებულებით „ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვისა და აკრძალვის შესახებ ” , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო . საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს : ა ) ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ კონსერვაციას ; ბ ) ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ დაცვის ( კონსერვაციის ) და მომრავლების წესების დადგენას ; გ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის აკრძალვისა და შეზღუდვის დაწესებას ; დ ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო გზების , წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვას . 2. ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით სახელმწიფო : ა ) ქმნის ნაკრძალებს , ეროვნულ პარკებს , აღკვეთილებსა და სხვა დაცული ტერიტორიების კატეგორიებს ; ბ ) აფინანსებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების გენოფონდის რეზერვატების (ex-situ კონსერვაციის ) შექმნასა და ფუნქციონირებას ; გ ) იცავს ცხოველთა სამყაროს თვითნებური სარგებლობისგან და სხვა დარღვევებისაგან ; დ ) გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით ატარებს სამშენებლო , საწარმოო თუ ტექნოლოგიურ პროცესთა პროექტების ექსპერტიზას , რომელთა განხორციელებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ცხოველთა სამყაროს ; ე ) არეგულირებს ბუნებიდან ცხოველთა სამყაროს ობიექტების ამოღებას , მათ შორის ზოოლოგიური კოლექციებისთვის ; ვ ) ატარებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გარეულ ცხოველთა დაავადებების , სტიქიური უბედურებებისა და სხვა მიზეზების შედეგად მათი დაღუპვის თავიდან აცილებისათვის ; ზ ) აფინანსებს მეცნიერულ კვლევას , რომლის მიზანია ცხოველთა სამყაროს დაცვის მეთოდების დამუშავება და დახვეწა ; თ ) ადგენს ცალკეულ სახეობათა კეთილდღეობის სტატუსს ; ი ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ეწევა ცხოველთა სამყაროს დაცვის პროპაგანდას . 3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხოველთა სამყაროს დაცვის სტიმულირებისთვის ხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური და მორალური წახალისება . 4. განსაკუთრებულ შემთხვევებში , ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , სამინისტრო უფლებამოსილია შეზღუდოს ან აკრძალოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე . 5. განსაკუთრებულ შემთხვევებში , ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე რეგულირდება დებულებით „ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვისა და აკრძალვის შესახებ ” , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო . საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 23 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივნ. 2003

    მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გენოფონდის რეზერვატების დაფინანსების ობიექტი დაზუსტდა: გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველთა სახეობები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101113385146451319625716
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს „წითელი ნუ…გარემოს დაცვის შესახებდაცული ტერიტორიების სი…კოლხეთის დაცული ტერიტო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა