რეფერენდუმის შესახებ

მუხლი 27. რეფერენდუმის შედეგების შეჯამება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს რეფერენდუმის შედეგებს.

2.ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ბათილად ცნოს რეფერენდუმის შედეგები იმ უბნებში, სადაც მოხდა ამ კანონის უხეში დარღვევა. ეს საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს რეფერენდუმის მოწყობიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა. ამ სარეფერენდუმო უბნებიდან მიღებული მონაცემები რეფერენდუმის შედეგების შეჯამებისას მხედველობაში არ მიიღება.

3.ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმში აღინიშნება: ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; ბ) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა; გ) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; დ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას; ე) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ; ვ) ოქმის შედგენის დრო და თარიღი.

3¹.ოქმს ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

4.ცენტრალური საარჩევნო კომისია რეფერენდუმის შედეგებს აქვეყნებს საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით (პრესა, ტელევიზია, რადიო) ოქმის შედგენიდან სამი დღის ვადაში.

5.სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვლება, თუ მის დადებითად გადაწყვეტას ხმა მისცა კენჭისყრის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.

6.(ამოღებულია) .

7.თუ აღმოჩნდა, რომ რეფერენდუმის საბოლოო შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ იმ საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს, რომლებშიც საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა რეფერენდუმის შედეგები ბათილად ცნეს, ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია 2 კვირის ვადაში შესაბამის კომისიებს დაავალოს განმეორებითი კენჭისყრის მოწყობა. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს რეფერენდუმის შედეგებს. 2. ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ბათილად ცნოს რეფერენდუმის შედეგები იმ უბნებში, სადაც მოხდა ამ კანონის უხეში დარღვევა. ეს საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს რეფერენდუმის მოწყობიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა. ამ სარეფერენდუმო უბნებიდან მიღებული მონაცემები რეფერენდუმის შედეგების შეჯამებისას მხედველობაში არ მიიღება. 3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმში აღინიშნება: ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; ბ) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა; გ) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; დ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას; ე) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ; ვ) ოქმის შედგენის დრო და თარიღი. 3 1 . ოქმს ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. 4. ცენტრალური საარჩევნო კომისია რეფერენდუმის შედეგებს აქვეყნებს საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით (პრესა, ტელევიზია, რადიო) ოქმის შედგენიდან სამი დღის ვადაში. 5. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვლება, თუ მის დადებითად გადაწყვეტას ხმა მისცა კენჭისყრის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. 6. (ამოღებულია) . 7. თუ აღმოჩნდა, რომ რეფერენდუმის საბოლოო შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ იმ საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს, რომლებშიც საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა რეფერენდუმის შედეგები ბათილად ცნეს, ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია 2 კვირის ვადაში შესაბამის კომისიებს დაავალოს განმეორებითი კენჭისყრის მოწყობა. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 24 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37362622132211901588478767727
მნიშვნელობით ახლოსრეფერენდუმის შესახებსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა