პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 2

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესი და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობ ა 1. პატენტით დაცული გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერი­ტორიის ფარგლებში გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიის (შემ­დგომ­ში – სავალდებულო ლიცენზია) გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვე­ტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2.საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (საბჭოს თავმ­ჯდომარე); ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი (საბჭოს წევრი); გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (საბჭოს წევრი); დ) საქართველოს მთავ­რობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (საბჭოს წევრი); ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე/მინისტრის მოადგილე (საბჭოს წევრი); ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტო­რიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (საბჭოს წევრი); ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (საბჭოს წევრი); თ) სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდო­მარე (საბჭოს წევრი).

3.საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

4.საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს, შესაბამის დაინტერესებულ პირებსა და უწყებებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52¹87723³20122 (და…178142
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …პატენტით დაცული გამოგო…სახელმწიფოს მიერ დაფინ…ინოვაციების შესახებოფიციალური სტატისტიკის…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა