სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 აგვ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1.შეიქმნას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი  სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის  თავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის მდივანი; სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე; სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.

2.დამტკიცდეს  თანდართული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის საქმიანობის წესი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1386221201914 (დ…1 (და…22 (და…22031
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფოს მიერ დაფინ…ინოვაციების შესახებპატენტით დაცული გამოგო…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საპატენტო …საქართველოს მთავრობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა