Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საპატენტო კანონიმუხლი 68⁵

საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 68⁵. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვა

რედაქცია №10კონსოლიდირებული · 15 მაი. 2024

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №11 (27.10.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №10 (15.05.2024), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

თემები:საპატენტო დავებისაავტორო უფლებების დავებიინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებაIP სტრატეგიაAI-გენერირებული კონტენტიინტელექტუალური საკუთრების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას პატენტის მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვების გამოყენება; ბ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული), პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის ამოღება; გ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის განადგურება; დ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება.

2.თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაირღვა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები, პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების მოთხოვნა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც პროდუქტი უშუალოდ პატენტით დაცული ხერხით არის დამზადებული.

4.ამოღებას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი, პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შემოსავლის მისაღებად იქნა შეძენილი.

5.განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ იგი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა ან თუ მას შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არაპროპორციულად დიდი ზიანი მიადგება, ამასთანავე, თუ პატენტის მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია.

6.პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების მფლობელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ განსაკუთრებული უფლებების დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის შესახებ; ბ) განსაკუთრებული უფლებების დამრღვევისთვის განსაკუთრებული უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა განსაკუთრებული უფლებების მფლობელის სასარგებლოდ; გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.

7.ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავალი, განსაკუთრებული უფლებების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა განსაკუთრებული უფლებების მფლობელი პატენტის მართლზომიერად გამოყენებით.

8.ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევი პატენტის გამოყენებისათვის ლიცენზიის მიღებისას გადაიხდიდა.

9.ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის რაოდენობა, პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.

10.პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.

11.სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას სასარგებლო მოდელის მფლობელი ვალდებულია სასამართლოში ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების მოთხოვნით სარჩელთან ერთად წარადგინოს ამ კანონის 71 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების (მათ შორის, საგამომგონებლო დონის) შეფასების შესახებ დადებითი დასკვნა, რომელიც გაცემულია საქპატენტის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1918 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 მაი. 2000 – 1 სექ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

  2. 24 თებ. 1999 – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2023

    68⁵ მუხლს დაემატა 11 პუნქტი, რომლითაც სასარგებლო მოდელის მფლობელმა სარჩელს უნდა დაურთოს საქპატენტის დადებითი დასკვნა დაცვისუნარიანობის შეფასების შესახებ.

  2. 1 სექ. 2018· გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    ახალი 68⁵ მუხლი განსაზღვრავს პატენტის მფლობელის მოთხოვნებს განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას: აკრძალვა, ამოღება, განადგურება, ზიანის ანაზღაურება, შემოსავლის ჩამორთმევა და ერთჯერადი კომპენსაცია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 68⁴შემდეგი მუხლი 69

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტორის უფლებების დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პატენტის დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დეფექტური პროდუქტი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტორის უფლების დარღვევის სარჩელი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 მაი. 2024 · №10

  • 2 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 48მუხლი 71¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 57

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 48განსაკუთრებული უფლებების ფარგლები
  • 68¹სასამართლოსადმი მიმართვა
  • 52განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვა

დიზაინის შესახებ

  • 30¹დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დაცვა
  • 26დიზაინზე განსაკუთრებულ უფლებათა ფარგლები

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 45სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა
  • 6განსაკუთრებული უფლება

ინოვაციების შესახებ

  • 20

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

  • 15დავა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁸ინფორმაციის მიღების უფლება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 59საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დაცვა
  • 37განსაკუთრებული ლიცენზია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4871¹5768¹52456155937363²⁸30¹262068⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებსასაქონლო ნიშნების შეს…ინოვაციების შესახებინტეგრალური მიკროსქემი…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 მაი. 2024 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 5 ნოე. 2026