Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საპატენტო კანონიმუხლი 52¹

საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 52¹. სავალდებულო ლიცენზია

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 მაი. 2024
თემები:პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებაინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებატელეკომუნიკაციებისაპატენტო დავებითავდაცვის შესყიდვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე შესაძლებელია გაიცეს პატენტით დაცული გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზია (შემდგომ – სავალდებულო ლიცენზია).

2.სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭო (შემდგომ – მუდმივმოქმედი საბჭო). მისი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.სავალდებულო ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის“ შესაბამისად.

4.სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე განცხადებას დაინტერესებული პირი წარუდგენს მუდმივმოქმედ საბჭოს.

5.დაუშვებელია სავალდებულო ლიცენზიის ექსკლუზიურად მხოლოდ 1 პირზე გაცემა.

6.დაუშვებელია სავალდებულო ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა.

7.სავალდებულო ლიცენზია შესაძლებელია გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ: ა) აუცილებელია პატენტის გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის, თავდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დროს; ბ) პატენტით დაცული გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის გამოყენება შეუძლებელია სხვა, უფრო ადრინდელ პატენტზე პატენტის მფლობელის ან მისი უფლებამონაცვლის განსაკუთრებული უფლებების დაურღვევლად.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო ლიცენზიის გაცემა შეიძლება მოითხოვოს სახელმწიფო ორგანომ, თუ დაასაბუთებს შესაბამისი საფუძვლის არსებობას.

9.ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს იმის დასაბუთებას, რომ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი არის მნიშვნელოვანი ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც არსებითად  დამოკიდებულია ადრინდელი პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე და რომელსაც აქვს საზოგადოებისათვის არსებითი ეკონომიკური უპირატესობები ადრინდელი პატენტით დაცულ გამოგონებასთან ან სასარგებლო მოდელთან შედარებით.

10.ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სავალდებულო ლიცენზიის მიმღები შესაბამისი გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტით დაცვის შემთხვევაში ვალდებულია გასცეს კერძო ლიცენზია იმ პატენტის მფლობელზე, რომლის პატენტის გამოსაყენებლადაც გაიცა სავალდებულო ლიცენზია.

11.სავალდებულო ლიცენზიის გაცემა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო ლიცენზიის სავარაუდო მიმღები წარუმატებლად ეცადა, გონივრულ ვადაში, მისაღები კომერციული პირობებით მიეღო ლიცენზია პატენტის მფლობელისაგან ან მისი უფლებამონაცვლისაგან.

12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირობა შესაძლებელია არ იქნეს გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რის შესახებაც პატენტის მფლობელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

13.სავალდებულო ლიცენზიის ობიექტის გამოყენების ფარგლები, სავალდებულო ლიცენზიის მოქმედების ვადა, შესაბამისი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება იმ მიზნის მიხედვით, რომლისთვისაც იქნა ნებადართული შესაბამისი გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის გამოყენება. ასეთი გამოყენება ნებადართულია, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ბაზრის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

14.სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში პატენტის მფლობელს ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია მისაღები კომერციული პირობებით.

15.სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება პერიოდულად გადაიხედება და უქმდება, თუ აღარ არსებობს სავალდებულო ლიცენზიის გაცემის აუცილებლობის გამომწვევი გარემოება.

16.სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში საქპატენტს რეესტრში შეაქვს შესაბამისი ჩანაწერი და სათანადო მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში სავალდებულო ლიცენზიის გაცემიდან 1 თვის ვადაში.

17.სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში.

18.სავალდებულო ლიცენზია არ არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2018· გამოქვეყნდა 11 იან. 2018
წინა მუხლი 52შემდეგი მუხლი 53

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პატენტის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროგრამის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საწარმოს ლიცენზიის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-05-15 · №10

5
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2018-01-11
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 48პატენტით დაცული გა… 10პატენტით დაცული გა… 9პატენტით დაცული გა… 3პატენტით დაცული გა… 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 52განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვა
  • 59კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე
  • 60ღია ლიცენზირება

პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

  • 4—
  • 8—
  • 2—

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 44—

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 12სალიცენზიო პირობები
  • 13ლიცენზიების გაცემა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 4ლიცენზია

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 7ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4852596074184412410938252¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსპატენტით დაცული გამოგო…საქართველოს საპატენტო …ცხოველთა და მცენარეთა …ენერგეტიკისა და წყალმო…ლიცენზიებისა და ნებართ…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 მაი. 2024