Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაპარლამენტო მდივნის შესახებმუხლი 3

საპარლამენტო მდივნის შესახებ

მუხლი 3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი ხელს უწყობს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

2.საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3.საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საქართველოს პრეზიდენტის სახელით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განსახილველად წარადგენს: ა) (ამოღებულია - 05.09.2018, №3376); ბ) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს; გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის მეორე წინადადებით გათვალისწინებული კონსტიტუციური ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ; დ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტებს; ე) იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელთა პარლამენტისათვის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება; ვ) სათანადო დოკუმენტებს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საქართველოს პარლამენტის თანხმობის მისაღებად.

4.საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ა) საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს და უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემას; ბ) საჭიროების შემთხვევაში ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომებს და მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საკითხების განხილვაში; გ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკითხებს, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას/წარდგინებას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას; დ) საქართველოს მთავრობის თანხმობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის მისაღებად უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს მთავრობისთვის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას; ე) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობებს; ვ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5.ცალკეული საკითხების საქართველოს პარლამენტში წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეიძლება დაევალოს სხვა თანამდებობის პირს.

6.საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს.

7.საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1259 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3376 - ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6966-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 8 ოქტ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020

    მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ამოღებულია მითითება კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო მითითებულია მხოლობითში, ხოლო პარლამენტის წინ დაემატა „საქართველოს“.

  2. 21 სექ. 2018
  3. 8 ოქტ. 2013
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №6

  • 3 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საპარლამენტო მდივნის შესახებ

  • 4საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
  • 2საპარლამენტო მდივანი
  • 5სამინისტროს საპარლამენტო მდივანი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 52საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები
  • 49საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი
  • 40საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 7²

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 21პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები
  • 24პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
  • 117პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საქართველოს პრეზიდენტისთვის გადაცემა

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 26

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 4სახელმწიფოს უფლებამოსილებანი ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7²52494026425421241173
მნიშვნელობით ახლოსსაპარლამენტო მდივნის შ…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მთავრობის …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სახალხო და…სახელმწიფო საიდუმლოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026