Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 21

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 21. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.

2.პარლამენტის თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში; ბ) უძღვება პარლამენტის მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის ორგანოებისა და პარლამენტის თანამდებობის პირთა საქმიანობას; გ) პარლამენტის სასახლეში ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს; დ) თავმჯდომარეობს პარლამენტის პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს; ე) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არ აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების მსურველ საზოგადოების წარმომადგენლებს; ვ) თავის მოადგილეებს აძლევს ცალკეულ დავალებებს; ზ) საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტის 118-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს; თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ სხვა აქტებს; ი) ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენის შესახებ მიმართვებს; კ) განსაზღვრავს პარლამენტის ბიუჯეტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის საკონსულტაციო საბჭოს. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით; ნ) პარლამენტში კანონპროექტის ან სხვა საკითხის მოსამზადებლად ან მისი განხილვისას წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება-შეჯერების მიზნით, ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე, ბრძანებით ქმნის ინტერფრაქციულ ჯგუფს; ო) ბრძანებით ქმნის ერთჯერად საპარლამენტო დელეგაციას და, როგორც წესი, ხელმძღვანელობს მას ან მის ხელმძღვანელად ნიშნავს თავის ერთ-ერთ მოადგილეს ან პარლამენტის წევრს; პ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ცალკეული პარლამენტის წევრებისა და საპარლამენტო დელეგაციების სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხებს; ჟ) პარლამენტის წევრს ბრძანებით ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე ერთჯერადად შესვლის უფლებას; რ) ბრძანებით აწესრიგებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში სივრცეების სექტორებად დაყოფას და განსაზღვრავს პლენარულ სხდომათა დარბაზში პირთა დაშვების წესს; ს) ბრძანებით ადგენს პარლამენტის წევრთათვის და პარლამენტის აპარატის საჯარო და სახელმწიფო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს; ტ) ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესებს; უ) ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს; ფ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის აპარატის საქმიანობას; ქ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსს, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს; ღ) ამტკიცებს პარლამენტის აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, ადგენს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს განსაზღვრის წესს; ყ) ბრძანებით ადგენს სახელმწიფო პენსიაზე უფლების მქონე პარლამენტის აპარატის თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მისთვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესს; შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; ჩ) პარლამენტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში; ც) ბრძანებით ადგენს პარლამენტის ავტოპარკის განახლებისა და სამსახურებრივი ავტომობილების განაწილებისა და შესყიდვის წესს; ძ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს პარლამენტის ღირსებისა და ცალკეული პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად; წ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს პირის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების შესახებ; ჭ) ამტკიცებს პარლამენტის ლოგოს ნიმუშს და მისი გამოყენების წესს; ხ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად. 2. პარლამენტის თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში; ბ) უძღვება პარლამენტის მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის ორგანოებისა და პარლამენტის თანამდებობის პირთა საქმიანობას; გ) პარლამენტის სასახლეში ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს; დ) თავმჯდომარეობს პარლამენტის პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს; ე) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არ აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების მსურველ საზოგადოების წარმომადგენლებს; ვ) თავის მოადგილეებს აძლევს ცალკეულ დავალებებს; ზ) საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტის 118-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს; თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ სხვა აქტებს; ი) ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენის შესახებ მიმართვებს; კ) განსაზღვრავს პარლამენტის ბიუჯეტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის საკონსულტაციო საბჭოს. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით; ნ) პარლამენტში კანონპროექტის ან სხვა საკითხის მოსამზადებლად ან მისი განხილვისას წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება-შეჯერების მიზნით, ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე, ბრძანებით ქმნის ინტერფრაქციულ ჯგუფს; ო) ბრძანებით ქმნის ერთჯერად საპარლამენტო დელეგაციას და, როგორც წესი, ხელმძღვანელობს მას ან მის ხელმძღვანელად ნიშნავს თავის ერთ-ერთ მოადგილეს ან პარლამენტის წევრს; პ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ცალკეული პარლამენტის წევრებისა და საპარლამენტო დელეგაციების სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხებს; ჟ) პარლამენტის წევრს ბრძანებით ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე ერთჯერადად შესვლის უფლებას; რ) ბრძანებით აწესრიგებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში სივრცეების სექტორებად დაყოფას და განსაზღვრავს პლენარულ სხდომათა დარბაზში პირთა დაშვების წესს; ს) ბრძანებით ადგენს პარლამენტის წევრთათვის და პარლამენტის აპარატის საჯარო და სახელმწიფო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს; ტ) ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესებს; უ) ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს; ფ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის აპარატის საქმიანობას; ქ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსს, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს; ღ) ამტკიცებს პარლამენტის აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, ადგენს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს განსაზღვრის წესს; ყ) ბრძანებით ადგენს სახელმწიფო პენსიაზე უფლების მქონე პარლამენტის აპარატის თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მისთვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესს; შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; ჩ) პარლამენტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში; ც) ბრძანებით ადგენს პარლამენტის ავტოპარკის განახლებისა და სამსახურებრივი ავტომობილების განაწილებისა და შესყიდვის წესს; ძ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს პარლამენტის ღირსებისა და ცალკეული პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად; წ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს პირის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების შესახებ; ჭ) ამტკიცებს პარლამენტის ლოგოს ნიმუშს და მისი გამოყენების წესს; ხ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 118

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 86პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 24პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
  • 27პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 40საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები
  • 36პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება
  • 52საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 19უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 13უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 6პალატის მართვა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 25სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4036522561136761911886242721
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026