Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაპარლამენტო მდივნის შესახებმუხლი 4

საპარლამენტო მდივნის შესახებ

მუხლი 4. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

2.საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საპარლამენტო მდივნის დანიშვნა და განთავისუფლება ფორმდება პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.

3.საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროების საქმიანობას კანონპროექტების მომზადების სფეროში.

4.საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განსახილველად წარადგენს: ა) საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტებს; ბ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმებისათვის.

5.საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი: ა) საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზე; ბ) (ამოღებულია – 20.10.2013, №1259); გ) ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს და საქართველოს მთავრობის სხდომებს; დ) მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვაში; ე) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს მთავრობის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობებს; ვ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემას; ზ) საქართველოს მთავრობის თანხმობით გამოითხოვს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებსა და სხვა საკითხებს; თ) კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობას კანონპროექტების მომზადების სფეროში; ი) აკონტროლებს სამინისტროების მიერ კანონპროექტების მომზადების დაგეგმვასა და წარმართვას, კანონპროექტების მომზადების გეგმის შესრულებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარადგენს საქართველოს მთავრობის შენიშვნებს განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით; ლ) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას; მ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6.ცალკეული კანონპროექტების ან სხვა საკითხების საქართველოს პარლამენტში წარდგენა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიძლება დაევალოს სხვა თანამდებობის პირს.

7.საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.

8.(ამოღებულია - 10.06.2026, №1717). საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1259– ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2364 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3376 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1717 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 12 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 8 ოქტ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 12 ივნ. 2026

    მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულია: კანონი აღარ ითვალისწინებს საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, მისი დანიშვნა-გათავისუფლების წესსა და მდივნის არყოფნისას მოადგილის მიერ მოვალეობის შესრულებას.

  2. 21 სექ. 2018
  3. 16 მაი. 2014
  4. 8 ოქტ. 2013
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №6

  • 4 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საპარლამენტო მდივნის შესახებ

  • 3საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
  • 7საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისა და სამინისტროების საპარლამენტო მდივნების ურთიერთობა
  • 2საპარლამენტო მდივანი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

  • 28საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
  • 5საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა
  • 21საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 55საქართველოს პრემიერ-მინისტრი
  • 54მთავრობა

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 8
  • 7
  • 24¹

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 3¹მინისტრის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8724¹3¹5554372285214
მნიშვნელობით ახლოსსაპარლამენტო მდივნის შ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მთავრობის …საქართველოს განათლების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026