ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 17

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით.

2.მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. მინისტრის ბრძანებით არ შეიძლება გადაწყდეს საკითხი, რომლის მოწესრიგებაც გათვალისწინებულია საკანონმდებლო აქტით, პრეზიდენტის ბრძანებულებით ან მთავრობის დადგენილებით.

3.ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

4.საქართველოს სამინისტროსა და მისი სისტემის სამართლებრივი აქტი, რომელიც ნორმატიული ხასიათისაა (ინსტრუქცია, დებულება, დირექტივა, მითითება, წესი და ა.შ.), უნდა გამოიცეს მინისტრის ბრძანების სახით.

5.საქართველოს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მისი სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება, გარდა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

6.ორმა ან ორზე მეტმა მინისტრმა შეიძლება გამოსცეს ერთობლივი ბრძანება. ერთობლივი ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების წესი, ამ კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 15 ივლ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-5 პუნქტში ნორმატიული აქტის გამოცემის აკრძალვა ეხება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს, მისი სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, კანონისმიერი გამონაკლისებით. მე-6 პუნქტში ერთობლივ ბრძანებას გამოსცემს ორი ან მეტი მინისტრი და მისი წესი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21624¹33¹131211121323309717
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს მთავრობის …