Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 10

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 10. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

2.ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღება შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება ასევე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ საჭირო გახდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.

3.აკრძალულია ცესკოს დადგენილების მიღება კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში.

4.ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, თუკი ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ცესკოს დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი.

5.ცესკოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ არის განსაზღვრული. ცესკოს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მიღების მომენტიდან. ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს.

6.საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, საარჩევნო კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუკი მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

7.ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ საკითხებთან, მათ შორის, საკადრო საკითხებთან, დაკავშირებით.

8.ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად საქართველოს, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 85არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში
  • 121არჩევნების შედეგების შეჯამება
  • 7საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი , სისტემა და შემადგენლობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 15უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სამართლებრივი
  • 76კენჭისყრისა
  • 5საარჩევნო

მაუწყებლობის შესახებ

  • 8კომისიის სამართლებრივი აქტები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 23კომისიის სამართლებრივი აქტები

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 17კომისიისა და მისი კომიტეტის სამართლებრივი აქტები

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 43ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები

რეფერენდუმის შესახებ

  • 27რეფერენდუმის შედეგების შეჯამება

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 32ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
321743827238512171576510
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …მაუწყებლობის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026