Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებმუხლი 9

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

მუხლი 9. აკრძალვა და შეზღუდვა ინვესტიციის განხორციელების სფეროში

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება აკრძალულია: ა) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნაში, წარმოებასა და გავრცელებაში; ბ) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოცდის პოლიგონების მშენებლობაში; გ) უცხო ქვეყნიდან ბირთვული და სახიფათო ნარჩენების აღდგენისა და განთავსების მიზნით შემოტანაში; დ) ადამიანის კლონირებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებაში; ე) ნარკოტიკული საშუალებების წარმოებაში; ვ) დამაძინებელი ყაყაჩოს, კოკას ბუჩქისა და კანაფის მცენარის კულტივირებაში; ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ საქმიანობაში ; თ) ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის, აგრეთვე ფალსიფიცირებული (არასტანდარტული) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტში ან რეალიზაციაში (იმპორტში ტეტრაეთილტყვიის ინვესტირება დაიშვება მხოლოდ წარმოების ტექნოლოგიით ნებადართულ აუცილებელ შემთხვევებში) .

2.მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსთვისაა ინვესტირება დასაშვები: ა) ფულადი ნიშნების, მონეტების, სახელმწიფო ჯილდოების ნიშნების, საფოსტო მარკების წარმოებაში; ბ) ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმის დადამღვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; გ) სამედიცინო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებების იმპორტთან, ექსპორტთან, გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და ახალი ნარკოტიკული საშუალებების შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული პრეპარატების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, იმპორტთან, ექსპორტთან, გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და ახალი სახეობების შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; ე) ენერგეტიკის სადისპეტჩერო საქმიანობაში.

3.უცხო ქვეყნისა და კერძო ინვესტორებისათვის, მართვის უფლების მინიჭების გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება დასაშვებია: ა) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და საზღვაო ნავსადგურების აკვატორიებში საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებასთან, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში; ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სადისპეტჩერო საქმიანობაში; გ) საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მოძრაობის რეგულირებასთან, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში; დ) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, სამხედრო-საბრძოლო ტექნიკის წარმოებასა და რეალიზაციაში ახალი სახეობებისა და მოდიფიცირებული იარაღის შექმნასა და გამოცდაში; ე) სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში; ვ) სამშვიდობო დანიშნულებით ბირთვული ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში . საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37 საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2299 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.203 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3005 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3127 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1685 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 14 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 დეკ. 2017

    მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში საბჭოს რეკომენდაციის ნაცვლად დაწესდა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება; ქვეპუნქტის დანარჩენი ტექსტი უცვლელია.

  2. 23 მარ. 2015
  3. 15 იან. 2015· გამოქვეყნდა 12 იან. 2015

    პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: უცხო ქვეყნიდან შემოტანილი ნარჩენები არის ბირთვული და სახიფათო (და არა ტოქსიკური), ხოლო შემოტანის მიზანია აღდგენა და განთავსება (და არა ჩამარხვა-გაუვნებლობა).

  4. 1 იან. 2000· გამოქვეყნდა 11 აგვ. 1999

    მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი, რომელიც კრძალავს ინვესტირებას ტყვიაშემცველი ბენზინის, ტეტრაეთილტყვიისა და ფალსიფიცირებული თხევადი გაზის იმპორტსა და რეალიზაციაში, ტეტრაეთილტყვიის გამონაკლისით.

  5. 15 ივლ. 1998

    მე-9 მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: აკრძალული ინვესტირების სფეროები პირდაპირ კანონშია ჩამოთვლილი, დაემატა მხოლოდ სახელმწიფოსთვის დასაშვები სფეროები და მართვის უფლების გარეშე დასაშვები სფეროები. ნებართვის ან ლიცენზიის მოთხოვნის მქონე საქმიანობათა ძველი ნუსხა ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2019 · №15

  • 5 ცვლილება · ბოლო 14 დეკ. 2017
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 17მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 1ინვესტიცია

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 15საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვის ცალკეულ სახეობათა აკრძალვა

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 12თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში აკრძალული საქმიანობა

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 2აკრძალული საქმიანობა
  • 7საგნებში რადიოაქტიური ნივთიერების დამატებისა და ამ საგნების იმპორტის, ექსპორტის ან/და ბაზარზე განთავსების აკრძალვა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 132თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 2ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

  • 4ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აკრძალვა

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 5

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 91²საქართველოს ტერიტორიაზე ტეტრაეთილტყვიის იმპორტი ან რეალიზაცია, ან ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

  • 6ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 17დასაშვები ინვესტიციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1761291²251721154132279
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო საქმიანობ…ნარკოტიკული საშუალებებ…თავისუფალი ინდუსტრიული…რადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს საბაჟო კოდ…ნარჩენების იმპორტის, ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2019 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026