საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

მუხლი 17. გარდამავალი დებულება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საწარმოებმა და ობიექტებმა, რომელთა საქმიანობის მიმართულება და ინვესტირების წყაროები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს, 6 თვის ვადაში უნდა შეიცვალონ პროფილი ან შეწყვიტონ ფუნქციონირება და უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციების კანონთან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მექანიზმები“.

2.ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა უზრუნველყონ მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კონტროლი და კოორდინაცია.

3.მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება დაევალოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის  სამინისტროებს, საქართველოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და „საქსტანდარტს“. „საქსტანდარტმა“ 1999 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის სათანადო სტანდარტები.

4.ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა განხორციელებას უზრუნველყოფენ „საქსტანდარტი“ და სახელმწიფო მმართველობის სხვა უფლებამოსილი ორგანოები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1513 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.37 საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2299 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.203 საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.240 საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41 საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 1996 წლის 12 ნოემბერი. №473_Iს

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 აპრ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 აგვ. 1999

    მე-17 მუხლში უცხოელთა პასუხისმგებლობისა და იმუნიტეტის ნორმაში ოთხ ადგილას ამოღებულია სიტყვა „რესპუბლიკის“.

  2. ახალი მე-17 მუხლი ადგენს 6-თვიან გარდამავალ ვადას კანონთან შეუსაბამო საწარმოებისა და ობიექტებისთვის პროფილის შესაცვლელად ან ფუნქციონირების შესაწყვეტად; ვადის დარღვევისას მოქმედებს მე-7 და მე-8 მუხლების მექანიზმები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1731389273998691039292543317
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო საქმიანობ…მეზღვაურთა განათლებისა…წყალმომხმარებელთა ორგა…თავისუფალი ინდუსტრიული…საქართველოს სავაჭრო-სა…თავისუფალი ტურისტული ზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა