გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 29. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი/მისაღები და ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი სამართლებრივი აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2029

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მინისტრმა 2022 წლის 1 ივლისამდე გამოსცეს ბრძანება „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2.საქართველოს მთავრობამ: ა) 2022 წლის 1 ივლისამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა.ა) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის შესახებ“; ა.ბ) „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის შესახებ“; ა.გ) „გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“; ა.დ) „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის შესახებ“; ბ) 2029 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენა.

3.2022 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ.

200).

4.სააგენტომ და დეპარტამენტმა 2022 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 სექ. 2029). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან · იცვლება 1 სექ. 2029-დან

1. მინისტრმა 2022 წლის 1 ივლისამდე გამოსცეს ბრძანება „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. საქართველოს მთავრობამ: ა) 2022 წლის 1 ივლისამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა.ა) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის შესახებ“; ა.ბ) „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის შესახებ“; ა.გ) „გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“; ა.დ) „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის შესახებ“; ბ)  2025 წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს დადგენილება „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის შესახებ“. 3. 2022 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ. 200). 4. სააგენტომ და დეპარტამენტმა 2022 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2026

    „ბ“ ქვეპუნქტში ფინანსური უზრუნველყოფის წესის დადგენის ვადა 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2029 წლის 1 სექტემბრამდე გადაიწია და ვალდებულება ახლა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენის უზრუნველყოფაა.

  2. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14306²18758¹48502897223129
მნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…სამრეწველო ემისიების შ…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ქარსაფარი (მინდორდაცვი…გარემოსდაცვითი შეფასებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა