1.ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ მოიპოვონ (შეიძინონ) გარეული ცხოველები, მათი ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის, მათი ცხოველქმედების პროდუქტების მიღების ან სხვა მიზნით.
2.გარეული ცხოველები (გარდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველებისა), რომლებიც ლიცენზიის საფუძველზე და დადგენილი წესით ამოღებულ იქნენ ბუნებრივი გარემოდან, წარმოადგენენ ლიცენზიის მფლობელის საკუთრებას.
3.გარეული ცხოველები, რომლებსაც ფიზიკური ან იურიდიული პირები ინახავენ ტყვეობის ან ნახევრად თავისუფალ პირობებში, ბუნებრივი გარემოდან მათი ამოღების ლიცენზიის და მათი შეძენის კანონიერების დამადასტურებელი სხვა საბუთების გარეშე, ითვლებიან უკანონოდ შეძენილებად.
4.აკრძალულია გარეული ცხოველების შეძენა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, რომელთაც არ გააჩნიათ მათი მოპოვების ლიცენზია ან მათი შეძენის კანონიერების დამადასტურებელი საბუთები.
5.გარეულ ცხოველთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესს, რომელთა შენახვა და გამრავლება ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში დასაშვებია, მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნებს ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო დებულებით „ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის განსაზღვრის წესისა და მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნების შესახებ”. გარეულ ცხოველთა ჩამონათვალს, რომელთა შენახვა და გამრავლება ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში დასაშვებია, ადგენს სამინისტრო ბრძანებით „ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის შესახებ”.
საქართველოს 200
3
წლის
6 ივნის
ის კანონი №
2380
- სსმ I, №
18
24.06
.
200
3
წ., მუხ.
120
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ მოიპოვონ (შეიძინონ) გარეული ცხოველები, მათი ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის, მათი ცხოველქმედების პროდუქტების მიღების ან სხვა მიზნით.2. გარეული ცხოველები (გარდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველებისა), რომლებიც ლიცენზიის საფუძველზე და დადგენილი წესით ამოღებულ იქნენ ბუნებრივი გარემოდან, წარმოადგენენ ლიცენზიის მფლობელის საკუთრებას.3. გარეული ცხოველები, რომლებსაც ფიზიკური ან იურიდიული პირები ინახავენ ტყვეობის ან ნახევრად თავისუფალ პირობებში, ბუნებრივი გარემოდან მათი ამოღების ლიცენზიის და მათი შეძენის კანონიერების დამადასტურებელი სხვა საბუთების გარეშე, ითვლებიან უკანონოდ შეძენილებად.4. აკრძალულია გარეული ცხოველების შეძენა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, რომელთაც არ გააჩნიათ მათი მოპოვების ლიცენზია ან მათი შეძენის კანონიერების დამადასტურებელი საბუთები.5. გარეულ ცხოველთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესს, რომელთა შენახვა და გამრავლება ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში დასაშვებია, მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნებს ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო დებულებით „ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის განსაზღვრის წესისა და მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნების შესახებ”. გარეულ ცხოველთა ჩამონათვალს, რომელთა შენახვა და გამრავლება ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში დასაშვებია, ადგენს სამინისტრო ბრძანებით „ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის შესახებ”.საქართველოს 2003წლის6 ივნისის კანონი №2380- სსმ I, №1824.06.2003წ., მუხ.120
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №9 · ძალაშია 23 სექ. 2013-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 12 მაი. 2000ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2003
35-ე მუხლის მე-2 პუნქტში საკუთრების გამონაკლისი ახლა მხოლოდ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ცხოველებზე ვრცელდება, ხოლო საკუთრება ლიცენზიის მფლობელს ეკუთვნის.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.