Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა სამყაროს შესახებმუხლი 49

ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 49. ლიცენზიის ფორმა

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს 1//4 ფორმატის შუაზე გაკეცილ, სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის ქაღალდს მისი ყალბად დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. ლიცენზიის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვეშ თანამიმდევრობით გაკეთებულია წარწერები: „საქართველო”, „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია”. ბ) გენერალურ ლიცენზიას აქვს შემდეგი ფორმა: სახელმწიფო გერბი საქართველო ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის ლიცენზია სერია □□ ნომერი □□□□ ტიპი □□□□□ ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი __________ წლის ____ _______________ გაცემულია ______________________________________________________________________________ იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, რომელზედაც გაიცა ლიცენზია, ______________________________________________________________________________ მის შესახებ მონაცემები, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა, ______________________________________________________________________________ ძირითადი მიზანი, სამუშაოთა წარმოების წესი ___________მიზნით __________________________________________________________ სამონადირეო მეურნეობის ან წყლის ობიექტის ______________________________________________________________________________ ადგილმდებარეობა, რაიონის, სოფლის დასახელება, კოორდინატები გამოყოფილი ტერიტორიის ან წყლის ობიექტის ფართობი გეგმაზე _________________________________________________________________ ჰექტარი (სიტყვიერად) ამოსაღები რესურსის რაოდენობა სახეობათა მიხედვით  ____________________ რესურსის ______________________________________________________________________________ (რესურსების) დასახელება, ოდენობა, ამოღების ვადები ______________________________________________________________________________ ლიცენზიის მოქმედების ვადა  ___________________________________________________ (დაწყების თარიღი) _________________________________________ (დამთავრების თარიღი) გადასახადები რესურსით სარგებლობისათვის სახეობათა მიხედვით ______________________________________________________________________________ რესურსის დასახელება, ფასი ______________________________________________________________________________ სალიცენზიო მოსაკრებელი  ____________________________________________________ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის გამოყოფილია ______________________________________________________________________________ ტყის სავარგული, წყლის ობიექტი, მიწის ფართობი 19 __წლის ______ ___ ____________________________________________________დადგენილებით სახელმწიფო უწყების დასახელება ამ ტერიტორიის საზღვრები დატანილია ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე. ლიცენზიის დამატებითი პირობები _______________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის დასახელება ვალდებულია: − ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ იმ სახეობებით, რომლებიც მითითებულია ლიცენზიაში; − დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები, კვოტები და ვადები; − ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ არღვევს ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფს იმ გარეულ ცხოველთა შენარჩუნებას, რომლებით სარგებლობაც არ არის დაშვებული; − არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება; − რაციონალურად ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით; საქმიანობისას გამოიყენოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები ტექნოლოგიები; − აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში წარუდგინოს სამინისტროს; − განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით; − დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვაში და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად; − შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც ახდენს ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენახვას, დამუშავებას და რეალიზაციას; დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები; − უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა; შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიეკუთვნება იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“ და „წითელ ნუსხაში“; − დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოშობის და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკის და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი; − დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი მდგომარეობის და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოშობის შემთხვევაში; მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად; − შეასრულოს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. _______________________________ საქართველოს გარემოს დაცვისა და                                                                        გავეცანი ლიცენზიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ან                                                                                პირობებს და მინისტრის უფლებამოსილი                                                                            ვკისრულობ მათ შესრულებას: წარმომადგენელი ________________                                                                                   ___________________________________ ხელმოწერა ლიცენზიის მიმღები იურიდიული ან ფიზიკური პირის ხელმოწერა ბ. ა.                                                                                                                                  ბ. ა. ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული და სხვა სახის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის ფორმას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობების მიხედვით ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1697 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 14 დეკ. 2017
წინა მუხლი 48შემდეგი მუხლი 50

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-29 · №20

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2017-12-14
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 46ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია
  • 48ლიცენზიის გაცემის წესი
  • 6საქართველოს ცხოველთა სამყაროს სტატუსი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 7სარგებლობის ლიცენზიის სახეები
  • 6საქმიანობის ლიცენზიის სახეები
  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 43—

წიაღის შესახებ

  • 20ლიცენზიის ფორმა

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 5ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 12საკუთრება დაცულ ტერიტორიებზე

სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

  • 2—

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

  • 12საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
576181220464864312249
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…ლიცენზიებისა და ნებართ…ცხოველთა და მცენარეთა …წიაღის შესახებკერძო დაცვითი საქმიანო…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 ივნ. 2023