Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 66³

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 66³. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდით, ამ სახეობის ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი ან ზღვიდან ინტროდუქცია

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ველური ბუნება, დაცული ტერიტორიები და ბიოუსაფრთხოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდით, ამ სახეობის ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2.„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, ამ სახეობის ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით: ა) კონვენციის დანართებში შეტანილი ცოცხალი სახეობისა (გარდა ამ ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობისა) − 3 000 ლარიდან 4 000 ლარამდე; ბ) კონვენციის დანართებში შეტანილი არაცოცხალი სახეობისა (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახეობისა) – 3 000 ლარის ოდენობით; გ) დაუმუშავებელი სახით სპილოს მთლიანი ეშვისა ან მარტორქის მთლიანი რქისა − 5 000 ლარის ოდენობით; დ) კონვენციის დანართებში შეტანილი პრიმატის თითოეული ინდივიდისა − 3 000 ლარის ოდენობით; ე) კონვენციის დანართებში შეტანილი მტაცებელი ფრინველის თითოეული ინდივიდისა − 4 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4029 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.

წინა მუხლი 66²შემდეგი მუხლი 66⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • CITES-ის სახეობებით უკანონო ვაჭრობა და მათი უკანონო გადაზიდვა (მუხლი 66³)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 66⁴„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა
  • 66²ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა
  • 85⁴გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 302¹„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, ამ სახეობის ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია
  • 302საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ადგილსამყოფლის მოშლა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 26⁶„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესი

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 50გარეული ცხოველებით, მათი დერივატებითა და ცხოველქმედების პროდუქტებით ვაჭრობა

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁷ნებართვის ფორმა
  • 2კანონის რეგულირების საგანი
  • 26⁴კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 286საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁷226⁴302¹30226⁶66⁴66²85⁴5028616866³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ლიცენზიებისა და ნებართ…ცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026