ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 55. სალიცენზიო მოსაკრებელი

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სალიცენზიო მოსაკრებელი არის ერთჯერადი გადასახადი . იგი შედგება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე კონკურსისა და აუქციონის მომზადებისათვის საჭირო საორგანიზაციო და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯებისგან ( საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელი ) და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების მოსაკრებლისაგან .

2.საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელს იხდის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსისა და აუქციონის თითოეული მონაწილე ცალ - ცალკე . ამ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება სამინისტროს კონკურსის ან აუქციონის ჩატარებამდე 10 დღით ადრე .

3.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების მოსაკრებელს იხდის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ან აუქციონის გამარჯვებული მონაწილე და სამინისტროს მიერ გაცემული ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის მფლობელი . აღნიშნული მოსაკრებელი გამოიყენება ლიცენზიის გაცემისათვის აუცილებელი სამუშაოების მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფისათვის , ექსპერტთა საბჭოს წევრთა და ლიცენზირების სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური წახალისებისათვის და სხვა .

4.გენერალური ლიცენზიის მფლობელები ერთჯერად სახელობით ლიცენზიებს გასცემენ მათ მიერ დადგენილი საფასურით .

5.სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა .

6.სალიცენზიო მოსაკრებელი დაბეგვრას არ ექვემდებარება .

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სალიცენზიო მოსაკრებელი არის ერთჯერადი გადასახადი . იგი შედგება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე კონკურსისა და აუქციონის მომზადებისათვის საჭირო საორგანიზაციო და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯებისგან ( საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელი ) და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების მოსაკრებლისაგან . 2. საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელს იხდის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსისა და აუქციონის თითოეული მონაწილე ცალ - ცალკე . ამ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება სამინისტროს კონკურსის ან აუქციონის ჩატარებამდე 10 დღით ადრე . 3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების მოსაკრებელს იხდის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ან აუქციონის გამარჯვებული მონაწილე და სამინისტროს მიერ გაცემული ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის მფლობელი . აღნიშნული მოსაკრებელი გამოიყენება ლიცენზიის გაცემისათვის აუცილებელი სამუშაოების მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფისათვის , ექსპერტთა საბჭოს წევრთა და ლიცენზირების სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური წახალისებისათვის და სხვა . 4. გენერალური ლიცენზიის მფლობელები ერთჯერად სახელობით ლიცენზიებს გასცემენ მათ მიერ დადგენილი საფასურით . 5. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა . 6. სალიცენზიო მოსაკრებელი დაბეგვრას არ ექვემდებარება .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²⁰2491724515348461055
მნიშვნელობით ახლოსსალიცენზიო და სანებართ…დაზღვევის შესახებსაქართველოს აღმასრულებ…საქართველოს „წითელი ნუ…ცხოველთა სამყაროს შესა…მოსაკრებლების სისტემის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა