Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა სამყაროს შესახებმუხლი 48

ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 48. ლიცენზიის გაცემის წესი

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა კონკურსისა და აუქციონის წესით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაცვით.

2.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადას, წესს და პირობებს განსაზღვრავს დებულება „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

3.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა სუბიექტმა სამინისტროს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა; ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფართობი და საზღვრები; ვ) განმცხადებელი იურიდიული და ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობანი; ზ) ინფორმაცია იურიდიული პირის განვლილი საქმიანობის შესახებ; თ) განმცხადებელი ფიზიკური და იურიდიული პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პირობების შესახებ; ი) საერთო ცნობები მოთხოვნილი ტერიტორიის შესახებ (გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მდებარეობა, ფართობი, განაშენიანება, სასოფლო-სამეურნეო და ტყის სავარგულების დახასიათება, მოკლე ეკოლოგიური და ზოო-გეოგრაფიული დახასიათება და სხვა).

4.კონკურსში გამარჯვებულად ითვლება ის განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის, გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესაბამის, ეკონომიკურად მისაღებ და ყველაზე მეტად გამართლებულ გადაწყვეტას. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსზე შემოვიდა მხოლოდ ერთი განცხადება, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია შეიძლება მიეცეს მას გამოცხადებული კონკურსის პირობების საფუძველზე.

5.კონკურსი ჩაშლილად ჩაითვლება, თუ ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებს წამოყენებულ პირობებს. კონკურსის მონაწილეებს გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდებათ.

6.აუქციონი იმართება, თუ პრეტენდენტების მიერ კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები თანაბრად აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს.

7.ლიცენზიის გაცემის სააუქციონო სისტემის დროს გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად.

8.ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინეტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში იურიდიულ პირებზე გაიცემა ამ მუხლში ჩამოყალიბებული წესითა და პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის“ი” ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნისა.

9.ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია ყველა სხვა შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა; ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა კონკურსისა და აუქციონის წესით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაცვით. 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადას, წესს და პირობებს განსაზღვრავს დებულება „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. 3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა სუბიექტმა სამინისტროს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა; ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფართობი და საზღვრები; ვ) განმცხადებელი იურიდიული და ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობანი; ზ) ინფორმაცია იურიდიული პირის განვლილი საქმიანობის შესახებ; თ) განმცხადებელი ფიზიკური და იურიდიული პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პირობების შესახებ; ი) საერთო ცნობები მოთხოვნილი ტერიტორიის შესახებ (გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მდებარეობა, ფართობი, განაშენიანება, სასოფლო-სამეურნეო და ტყის სავარგულების დახასიათება, მოკლე ეკოლოგიური და ზოო-გეოგრაფიული დახასიათება და სხვა). 4. კონკურსში გამარჯვებულად ითვლება ის განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის, გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესაბამის, ეკონომიკურად მისაღებ და ყველაზე მეტად გამართლებულ გადაწყვეტას. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსზე შემოვიდა მხოლოდ ერთი განცხადება, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია შეიძლება მიეცეს მას გამოცხადებული კონკურსის პირობების საფუძველზე. 5. კონკურსი ჩაშლილად ჩაითვლება, თუ ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებს წამოყენებულ პირობებს. კონკურსის მონაწილეებს გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდებათ. 6. აუქციონი იმართება, თუ პრეტენდენტების მიერ კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები თანაბრად აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს. 7. ლიცენზიის გაცემის სააუქციონო სისტემის დროს გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად. 8. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინეტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში იურიდიულ პირებზე გაიცემა ამ მუხლში ჩამოყალიბებული წესითა და პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის“ი” ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნისა. 9. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია ყველა სხვა შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა; ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 23 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 47შემდეგი მუხლი 49

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 29 ივნ. 2023 · №20

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 46ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია
  • 47ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადები
  • 45ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი
  • 19სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 44
  • 43

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 52ლიცენზიის აუქციონის საფუძველზე გაცემა
  • 52¹ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი

მაუწყებლობის შესახებ

  • 41ლიცენზიის გაცემის წესი
  • 43ლიცენზიის გასაცემად კონკურსის ჩატარების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰18195252¹4143464745444348
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…ლიცენზიებისა და ნებართ…ცხოველთა და მცენარეთა …ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს „წითელი ნუ…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 29 ივნ. 2023 · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026