Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა სამყაროს შესახებმუხლი 46

ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 46. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023
თემები:ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ ერთადერთ ოფიციალურ დოკუმენტს.

2.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია ამტკიცებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პირობებს და ფორმას. იგი შეიძლება შეივსოს სხვა პირობებითაც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს.

3.დაშვებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის შემდეგი სახეობები: ა) გენერალური ლიცენზია; ბ) ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია.

4.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა პირადად ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეზე, რომელსაც ეკრძალება გენერალური და ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის გასხვისება.

5.გენერალურ ლიცენზიას გასცემს სამინისტრო ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე სამონადირეო სავარგულების ფარგლებში ნადირობისათვის, სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად და თევზის მეურნეობის შიდა წყალსატევების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ობიქტებით სპეციალური სახეობით სარგებლობისათვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

6.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია უნდა შეიცავდეს: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის მონაცემებს; ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დაშვებულ სახეობებს; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს, რომელზეც გაცემულია ლიცენზია; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადას; ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის ან წყალსატევის ფართობს, საზღვრებს (კოორდინატებს) და დასახელებას; ვ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გამოყოფილი ტერიტორიებით და წყალსატევებით სარგებლობის პირობებს; ზ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კვოტებისა და ლიმიტების ზღვრულ მნიშვნელობას; თ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისთვის გადასახადის ოდენობას და გადახდის წესს.

7.ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია გაიცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობისათვის, გარკვეულ ტერიტორიებზე (მათ შორის აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში), კონკრეტული ვადით და სარეწაო თევზჭერაზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინეტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

8.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია სარგებლობის სახეობების მიხედვით უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს.

9.ერთჯერად სახელობით ლიცენზიას სამონადირეო მეურნეობისა და სხვა ტერიტორიების ფარგლებში, რომლებიც უკვე გადაცემულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის, გასცემენ ამ ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელები, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ხოლო ამ ტერიტორიის გარეთ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში _ სამინისტრო.

10.ლიცენზია ძალაში შედის სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან.

წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 47

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კონტენტის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-29 · №20

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 48ლიცენზიის გაცემის წესი
  • 38ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის უფლებები
  • 27ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 43—
  • 44—

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი
  • 6საქმიანობის ლიცენზიის სახეები

სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

  • 11სალიცენზიო ობიექტის მომზადება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 26სალიცენზიო ხელშეკრულება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 5ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
  • 4ლიცენზია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2654318648382743441146
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…ცხოველთა და მცენარეთა …ლიცენზიებისა და ნებართ…სატყეო მეურნეობის მართ…სასაქონლო ნიშნების შეს…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 ივნ. 2023