მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 5. მოსაკრებლის სახეები

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები არის საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.

2.საერთო-სახელმწიფოებრივი მოსაკრებლებია: ა) (ამოღებულია) ; ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მოსაკრებლებისა); გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი; დ) სარეგისტრაციო მოსაკრებელი; ე) სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი; ვ) სახელმწიფო ბაჟი; ზ) საკონსულო მოსაკრებელი; თ) (ამოღებულია ); ი) (ამოღებულია) ; კ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი; ლ) (ამოღებულია) ; მ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი; მ 1 ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაკრებელი; ნ) საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი; ო) (ამოღებულია); პ) საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელი; ჟ) ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი; რ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებელი.

3.ადგილობრივი მოსაკრებლებია: ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი; ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია) ; დ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი; ე) სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა) მოსაკრებელი; ვ) (ამოღებულია - 20.07.2018, №2319); ზ) კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი; თ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვ ო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი ; ი) (ამოღებულია - 20.07.2018, №2319); კ) საკონტეინერო მოსაკრებელი; ლ) სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.

4.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეგისტრაციო და სახელმწიფოს საექსპერტიზო მოსაკრებლები არ ვრცელდება: ა) „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე; ბ) „საქჯიშცენტრის“ მიერ მცენარეთა ჯიშებზე სელექციონერთა უფლებების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1488 - პარლამენტის უწყებანი № 25-26, 15.07.1998 წ., გვ.30 საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი №1725 - სსმ I, №7, 31.12. 1998 წ., მუხ. 54 საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733- სსმ I, №7, 31.12. 1998 წ., მუხ. 56 საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1793 - სსმ I, № 4(11), 23.

02.1999 წ., მუხ. 20 საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2207 - სსმ I, № 31(38), 14.07.1999 წ., მუხ. 164 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638- სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.138 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №746 - სსმ I, № 6, 20.03.2001 წ., მუხ. 9 საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1190 - სსმ I, №36, 31.12.2001 წ., მუხ.139 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1545- სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.92 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2211 - სსმ I, № 13, 02.

06.2003 წ., მუხ. 76 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი № 3011 - სსმ I № 29, 18.09.2003 წ., მუხ. 208 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი № 30 44- სსმ I № 29, 18.09.2003 წ., მუხ. 215 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №948- სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.210 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1184- სსმ I, №15, 19.04.2005 წ., მუხ. 99 საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1438 - სსმ I, № 25, 02.06.2005 წ., მუხ. 166 საქართველოს 2006 წლის 1 4 აპრილის კანონი №2887 - სსმ I, № 11, 01.05.2006 წ., მუხ. 82 საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3090- სსმ I, №20, 09.06.2006 წ., მუხ.169 საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3501- სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.257 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3641- სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.289 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4252- სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.403 საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4926- სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.207 საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4928- სსმ I, №23, 21.06.2007 წ., მუხ.211 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5128- სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.261 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5134- სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.267 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №220- სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.136 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1937- სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.242 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2208- სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.312 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3546- სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.293 საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3775- სსმ I, №63, 10.11.2010წ., მუხ.402 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806- სსმ I, №66, 03.

12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5297 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6542 – ვებგვერდი, 26.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №897 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3219 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6809 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1194 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3520 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4029 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3935 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1284 – ვებგვერდი, 22.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 22 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 დეკ. 2010 – 22 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 10 ნოე. 2010 – 1 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 ივლ. 2007 – 10 ნოე. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 17 ივლ. 2007 – 31 ივლ. 2007 ტექსტი უცნობია

  5. 1 ივლ. 1999 – 17 ივლ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 37

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2023
  3. კ) ქვეპუნქტში მოსაკრებლის დასახელება ახლებურად ჩამოყალიბდა: „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი“.

  4. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
  5. · გამოქვეყნდა 13 აგვ. 2018
  6. · გამოქვეყნდა 21 ივნ. 2017

    მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალს დაემატა „მ¹“ ქვეპუნქტი — გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაკრებელი; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.

  7. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ჩამონათვალს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ი“ ქვეპუნქტი — მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი.

  8. მე-5 მუხლის ჩამონათვალში „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „თ“ ქვეპუნქტი — ექსპლუატაციაში მიღების აქტის გამოცემის ან მასში ცვლილების შეტანის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი; განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობა ამ მოსაკრებლიდან გამორიცხულია.

  9. მე-5 მუხლში ამოღებულია „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგილობრივ საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებელს ითვალისწინებდა; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.

  10. · გამოქვეყნდა 10 დეკ. 2009

    მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია სატენდერო მოსაკრებელი, ხოლო მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან — ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი.

  11. · გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი, რომელიც პრობაციის მოსაკრებელს ასახელებდა, ამოღებულია; ჩამონათვალის დანარჩენი ქვეპუნქტები, მათ შორის „ნ“ ქვეპუნქტი, უცვლელია.

  12. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    მე-5 მუხლის ჩამონათვალში „ი“ ქვეპუნქტი, რომელიც სააღსრულებო მოსაკრებელს ასახელებდა, ამოღებულია; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.

  13. · გამოქვეყნდა 17 ივლ. 2007

    მე-5 მუხლის ჩამონათვალს დაემატა „ო“ ქვეპუნქტი — პრობაციის მოსაკრებელი, რომელიც განისაზღვრება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ მოსაკრებლად.

  14. მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.

  15. · გამოქვეყნდა 21 ივნ. 2007

    მე-5 მუხლის ჩამონათვალში „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი — კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი.

  16. · გამოქვეყნდა 19 ივნ. 2007

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ახლა მოსაკრებლებს ყოფს საერთო-სახელმწიფოებრივად და ადგილობრივად, მე-2 პუნქტი ჩამოთვლის საერთო-სახელმწიფოებრივ მოსაკრებლებს, ხოლო მე-3 პუნქტი, წინა რედაქციაში დაწესების წესზე მითითების ნაცვლად, ჩამოთვლის ადგილობრივ მოსაკრებლებს.

  17. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალს „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ს“ ქვეპუნქტი — სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

  18. · გამოქვეყნდა 27 ნოე. 2006

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულია; მოსაკრებლის სახეთა ჩამონათვალში აღარ არის ავიამგზავრთა მომსახურების მოსაკრებლები, დანარჩენი სახეები უცვლელია.

  19. · გამოქვეყნდა 3 აგვ. 2006

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სახეთა ჩამონათვალს „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „რ“ ქვეპუნქტი — მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

  20. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულია; მოსაკრებლის სახეთა ჩამონათვალიდან გავიდა მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლები.

  21. · გამოქვეყნდა 1 მაი. 2006

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სახეთა ჩამონათვალს დაემატა „ჟ“ ქვეპუნქტი — ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი; დანარჩენი სახეები უცვლელია.

  22. მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მოსაკრებლის სახეთა ჩამონათვალიდან ამოღებულია „ი“ ქვეპუნქტი (დეკლარაციების ასლების გადაღების მოსაკრებელი), ხოლო ბოლოს დაემატა „პ“ ქვეპუნქტი საჯარო ინფორმაციის ასლების გადაღების მოსაკრებლის შესახებ.

  23. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალიდან ამოღებულია ლატარიებისა და მომგებიანი თამაშების მიზნობრივი მოსაკრებელი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი; სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი „ნ“ ქვეპუნქტია, საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი — „ო“.

  24. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2004

    მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალს დაემატა „ჟ“ ქვეპუნქტი, რომლითაც მოსაკრებლის სახედ დასახელდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი; „პ“ ქვეპუნქტის წერტილი წერტილ-მძიმით შეიცვალა.

  25. · გამოქვეყნდა 18 სექ. 2003

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „ნ“ ქვეპუნქტი ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის შესახებ. შედეგად გადავადების მოსაკრებელი გადავიდა „ო“-ში, საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი კი „პ“-ში.

  26. მე-5 მუხლის პირველ პუნქტში „ბ“ ქვეპუნქტს დაემატა სანებართვო მოსაკრებლები, „გ“ ქვეპუნქტში შეიცვალა სიტყვა „სახელმწიფოს“, ხოლო „ე“–„რ“ ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა ახალი ანბანური რიგით, ლატარიების მიზნობრივი და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლების გარეშე.

  27. · გამოქვეყნდა 2 ივნ. 2003

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „რ“ ქვეპუნქტი, რომლითაც საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი მოსაკრებლის სახედ არის დასახელებული.

  28. მე-5 მუხლის პირველ პუნქტში „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ჟ“ ქვეპუნქტი, რომლითაც მოსაკრებლის ახალ სახედ დასახელდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი.

  29. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოსაკრებელთა ჩამონათვალს „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ო“ ქვეპუნქტი (ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებელი) და „პ“ ქვეპუნქტი (საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებელი).

  30. მე-4 პუნქტში მოსაკრებლებისგან გათავისუფლება ორ ქვეპუნქტადაა ჩამოყალიბებული: ა) „საქპატენტის“ საქმიანობა სამრეწველო საკუთრების დასაცავად და ბ) „საქჯიშცენტრის“ საქმიანობა მცენარეთა ჯიშებზე სელექციონერთა უფლებების დასაცავად; ასევე „საექსპერტო“ შეიცვალა „საექსპერტიზო“-ით.

  31. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სახეთა ჩამონათვალს „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „მ“ ქვეპუნქტი — ავიამგზავრთა მომსახურების მოსაკრებლები.

  32. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 1998

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მოსაკრებლის სახეთა ჩამონათვალს დაემატა „ლ“ ქვეპუნქტი — სატენდერო მოსაკრებლები; დანარჩენი სახეები ჩამონათვალში დარჩა.

  33. პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია საპატენტო მოსაკრებლები მოსაკრებლის სახეებიდან, ხოლო ახალი მე-4 პუნქტით სარეგისტრაციო და სახელმწიფოს საექსპერტო მოსაკრებლები არ ვრცელდება „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით განხორციელებულ საქმიანობაზე.

  34. პირველ პუნქტში მოსაკრებლის სახეთა ჩამონათვალს დაემატა „კ“ ქვეპუნქტი დეკლარაციებისა და თანდართული მასალების ასლების გადაღების მოსაკრებელზე.

  35. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 1998

    პირველ პუნქტში დაემატა „ი“ ქვეპუნქტი — მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლები, როგორც მოსაკრებლის ახალი სახე; მე-2 პუნქტის ბოლოს დაემატა მხოლოდ ცვლილების შემტანი კანონის წყაროს მითითება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²⁰42371355532105
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი მოსაკრებლე…მოსაკრებლების სისტემის…ცხოველთა სამყაროს შესა…ბუნებრივი რესურსებით ს…სათამაშო ბიზნესის მოსა…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა