Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმისა და კურორტების შესახებმუხლი 2

ტურიზმისა და კურორტების შესახებ

მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი

რედაქცია №12კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 28.12.2023.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ტურიზმის შესახებ

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920212223242526

1.ტურიზმი – ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერების და/ან სხვა მიზნით.

2.ტურისტი – ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით, არანაკლებ 24 საათის და არა უმეტეს ერთი წლის ვადით, და რომლის მოგზაურობაც არ ანაზღაურდება დროებითი ყოფნის ადგილის საფინანსო წყაროებიდან.

3.სამკურნალო ტურიზმი – კურორტების გამოყენება მკურნალობის, სამედიცინო გამოკვლევისა და სხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

4.ტურისტული რესურსები – ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული, შემეცნებითი და სოციალურ-საყოფაცხოვრებო რესურსების და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს ტურისტის მოთხოვნილებებს.

5.ბუნებრივი სამკურნალო (საკურორტო) რესურსები – მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, სამკურნალოდ ვარგისი კარსტული მღვიმეები, ზღვა, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც გამოიყენება მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით.

6.საკურორტო ადგილი – ტერიტორია, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს, ვარგისია მიზნობრივი ექსპლუატაციისათვის და არ აქვს შესაბამისი შენობა-ნაგებობანი.

7.კურორტი – საკურორტო ადგილი, რომელზეც განლაგებულია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ნაგებობა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტი.

8.კურორტზე არსებული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ობიექტი – ობიექტი, სადაც დამსვენებელთა სამედიცინო მომსახურება, მკურნალობა და რეაბილიტაცია ხორციელდება უპირატესად ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების (კლიმატი, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი და სხვა) საშუალებით.

9.სანიტარიული დაცვის ზონა – საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით დაცული ტერიტორია, რომელიც საჭიროებს დაცვას ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ნაადრევი გამოლევის, გაფუჭებისა და დაბინძურებისაგან.

10.ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტი (დარგის სუბიექტი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობას.

11.ტურისტული საქმიანობა – ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ ტურისტთა განთავსების, კვების, ტუროპერატორული, ტრანსპორტირების, საექსკურსიო, გასაჯანსაღებელი, რეაბილიტაციის, სარეკლამო-საინფორმაციო, კულტურული, სპორტული, საყოფაცხოვრებო, გასართობი და ა.შ. მიზნით გაწეული მომსახურება, რომელიც მიმართულია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

12.საკურორტო საქმიანობა – ბუნებრივი სამკურნალო რესურსების, მათით სარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობებისა და მოწყობილობების (ჭაბურღილი, ბიუვეტი, გალერეა, სააბაზანო, ტალახით სამკურნალო, პლაჟები, კლიმატური პავილიონი, აეროსოლარიუმი და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანატორიუმი, სასტუმრო, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი, სპორტული და კულტურის ობიექტები და სხვა) გამოყენების ორგანიზება პროფილაქტიკის, მკურნალობის,  რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით.

13.ტურისტული და საკურორტო ინდუსტრია – ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტებისა და ობიექტების ერთობლიობა.

14.ტურისტული პროდუქტი, ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) – ტურისტული მომსახურების ძირითად ფორმათა (კვება, ღამის თევა განთავსების სხვადასხვა საშუალებებში, სატრანსპორტო მომსახურება, ექსკურსიები, ტურისტული ლაშქრობები  და ა.შ.) არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომლის ღირებულება შედის ტურისტული საგზურის ფასში.

15.ტურისტული საგზური (ვაუჩერი) – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ტურისტის სტატუსს, მისთვის გასაწევი მომსახურების კატეგორიას და ამ კატეგორიით მომსახურების გარანტიას.

16.ტური – კონკრეტული ვადით, განსაზღვრული მიზნითა და მარშრუტით მოგზაურობა, რომელიც უზრუნველყოფილია ტურისტული პროდუქტით.

17.არაორგანიზებული ტურისტი – ტურისტი, რომელიც მოგზაურობს ინდივიდუალურად ხელშეკრულების, საგზურის, სამარშრუტო წიგნაკის გარეშე.

18.შესაბამისობის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებს ტურისტული და საკურორტო მომსახურების ხარისხს და მის შესაბამისობას კონკრეტულ სტანდარტთან ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტთან.

19.შიდა ტურიზმი – საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის გაწეული ტურისტული მომსახურება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის საზღვრებში.

20.ტუროპერატორი – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და რეალიზაციას.

21.ტურაგენტი – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის რეალიზაციას.

22.ექსკურსია – ღირსშესანიშნავი ადგილის დათვალიერება, გასეირნება ან გამგზავრება შემეცნებითი, სპორტული ან დასვენების მიზნით.

23.ექსკურსანტი – ექსკურსიაში მონაწილე ფიზიკური პირი.

24.ექსკურსიამძღოლი – ექსკურსიის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ექსკურსანტებისათვის განსაზღვრულ მარშრუტზე არსებული ღირსშესანიშნავი ობიექტების ჩვენებას და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი ტურისტული სუბიექტის მიერ დამტკიცებული მეთოდური დოკუმენტაციის მიხედვით.

25.ტურისტული ლაშქრობა – დასვენების, მოგზაურობისა და გაჯანსაღების პროცესი, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა, ექსკურსია და აქტიური საშუალებებით (ფეხით, ცხენით, ველოსიპედით, თხილამურებით და ა.შ.) გადაადგილება.

26.ტურისტული მოგზაურობა – ტურიზმის ფორმა, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა და ექსკურსია. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2031 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.96 საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2390 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.224 საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №583 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.118

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 8 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 აპრ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  2. 1 დეკ. 2000

    მე-2 მუხლში დაემატა მე-14 პუნქტი ტურისტული პროდუქტისა და პაკეტის განმარტებით, რის გამო მომდევნო ორი პუნქტი გადაინომრა მე-16 და მე-17 პუნქტებად. ბოლოს დაემატა 22–26-ე პუნქტები: ექსკურსია, ექსკურსანტი, ექსკურსიამძღოლი, ტურისტული ლაშქრობა და ტურისტული მოგზაურობა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 15 დეკ. 2023 · №12

  • 2 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2023
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 1ზოგადი დებულება

ტურიზმის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 1კანონის მოქმედების სფერო
  • 3ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 657ცნება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 26¹ტურისტული საწარმო

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 10საკურორტო და სარეკრეაციო კატეგორიის ტყე

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ

  • 5ბუნებრივი სამკურნალო რესურსები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
211657526¹32102132
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოში შემოსული …ტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს ტყის კოდექ…