Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტომობილო ტრანსპორტის შესახებმუხლი 1

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026
თემები:ტრანსპორტისატრანსპორტო და უსაფრთხოების დანაშაულებისპორტსმენის წარმომადგენლობასატრანსპორტო საშუალებების შეფასებაპიროვნული დაზიანებამოძრავი ქონების აუქციონი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹23456788¹8²8³8⁴8⁵8⁶9101111¹11²11³12131415161717¹17²18192021222324252627

1.საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

1¹.სპორტული დანიშნულების ავტომობილი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს და გამოიყენება პროფესიონალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. 1 2 ​. კლასიკური ავტომობილი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომლის წლოვანებაც 30 წელს აღემატება.

2.საავტომობილო გზა – მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები.

3.მოძრაობა – სატრანსპორტო საშუალების გზაზე გადაადგილება, საგზაო მოძრაობა.

4.(ამოღებულია).

5.ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად.

6.მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით.

7.ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა – საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა.

8.გადამზიდველი – მეწარმე, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას ფლობს და სათანადო ნებართვის საფუძველზე ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას.

8¹.ავტოსადგური – მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოწყობილი ადგილი, სადაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან, საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან, ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული სათანადო მომსახურება.

8².ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება.

8³.ავტოსადგურის სიმძლავრე − დროის ერთეულში ავტოსადგურიდან და ავტოსადგურამდე შესასრულებელი რეისების შესაძლო მაქსიმალური საერთო რაოდენობა.

8⁴.M 1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.

8⁵.მინივენი − M 1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 5-ს აღემატება.

8⁶.M 3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, ხოლო სრული მასა − 5 ტონას.

9.(ამოღებულია).

10.(ამოღებულია).

11.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა; რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით; შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა, რომელიც დაიწყო და დამთავრდა ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საგზაო ინფრასტრუქტურის თავისებურების ან/და რელიეფის გამო სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთით.

11¹.მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანა – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა.

11².ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა.

11³.საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა − საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა.

12.(ამოღებულია).

13.(ამოღებულია).

14.(ამოღებულია).

15.(ამოღებულია).

16.(ამოღებულია).

17.ნებართვა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით, კანონით დადგენილი პირობების დაცვით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა.

17¹.ავტორიზაციის ბლანკი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით შედგენილი და პარტნიორი ქვეყნის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაცემული დოკუმენტი, რომელსაც ეს ორგანო დადგენილი წესით გადასცემს იმავე ქვეყანაში რეგისტრირებულ გადამზიდველს და რომელიც ამ გადამზიდველს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი სატრანსპორტო ოპერაციის (ოპერაციების) განხორციელების ან/და საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტულად მოძრაობის უფლებას ანიჭებს.

17².კვოტა – სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ან საქართველოსა და პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმებით დადგენილი, განსაზღვრული პირობების დაცვით განსახორციელებელი ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის (ორმხრივი, ტრანზიტული, მესამე ქვეყანაში ან/და მესამე ქვეყნიდან) შეზღუდული რაოდენობა.

18.რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – ავტობუსით ან/და მინივენით მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად. რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ყოველი ასეთი მოთხოვნა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.

19.საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით.

20.სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით.

21.(ამოღებულია 30.11.2023, №3795).

22.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო ) – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სააგენ ტო .

23.(ამოღებულია 30.11.2023, №3795).

24.ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლითაც სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანო შესაბამისი შემოწმების საფუძველზე ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის, ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპი/ტიპები შეესაბამება „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმებას.

25.მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი, ცალკეული ტექნიკური ერთეულები − ნებისმიერი მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი, ცალკეული ტექნიკური ერთეულები, რომლის/რომელთა მახასიათებლები გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე, ენერგიის მოხმარებასა და ქურდობისგან დაცვის ტექნოლოგიის გამართულ მოქმედებაზე.

26.პარტნიორი ქვეყანა − ქვეყანა, რომელთანაც საქართველო შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას.

27.მდგრადი მობილობა − საავტომობილო ტრანსპორტის სისტემის დაგეგმვისა და მართვის პრინციპი/მეთოდი, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა, რომელიც გარემოზე მცირე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ან არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №426 - სსმ I, №27, 17.07.2000წ., მუხ.79 საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5643 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.423 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4689 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1970 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5508 - ვებგვერდი, 29.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5076 – ვებგვერდი, 07.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6290 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6875 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1948 – ვებგვერდი, 28.10.2022წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2881 – ვებგვერდი, 23.05.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1478 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №41 · ძალაშია 2 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგზაო შემთხვევის პრეტენზიები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავარიული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეფასებასერვისის გვერდი
  • გადაზიდვის დავასერვისის გვერდი
  • კომერციული სატრანსპორტო ფლოტის (ავტოპარკის) შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №42

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2017
  • 22 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 3საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები
  • 4საავტომობილო ტრანსპორტის მართვა

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 5კანონში გამოყენებული ტერმინები
  • 1კანონის რეგულირების სფერო
  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებული ტერმინები

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 2

საავტომობილო გზების შესახებ

  • 2საავტომობილო გზების ცნება

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 2 (დანართი 1)ტერმინთა განმარტებები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 2კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2112342511822 (და…1
მნიშვნელობით ახლოსტრანსპორტის სფეროს მარ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ტერიტორიაზ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…საავტომობილო ტრანსპორტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026