Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიტურისტი
ლექსიკონი

ტურისტი

კანონში განსაზღვრული 4 განმარტება

წყაროები:ტურიზმის შესახებ · მუხლი 2ტურიზმისა და კურორტების შესახებ · მუხლი 2საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ · მუხლი 2საქართველოს საგადასახადო კოდექსი · მუხლი 157

ტურიზმის შესახებ

მუხლი 2

ვიზიტორი, რომელიც მოგზაურობს ბიზნესის, დასვენების ან სხვა, პირადი მიზნებით, სულ მცირე ღამის თევით და არაუმეტეს 1 წლით, გარდა დანიშნულების ქვეყანაში ან დანიშნულების ადგილზე არსებულ დაწესებულებაში დასაქმებისა. ამ კანონის IV თავის მიზნებისთვის ტურისტი არის პირი, რომელსაც სურს ხელშეკრულების დადება ან უფლება აქვს, იმოგზაუროს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე

ტურიზმისა და კურორტების შესახებ

მუხლი 2

ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით, არანაკლებ 24 საათის და არა უმეტეს ერთი წლის ვადით, და რომლის მოგზაურობაც არ ანაზღაურდება დროებითი ყოფნის ადგილის საფინანსო წყაროებიდან

საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ

მუხლი 2

პირი, რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, უცხო გარემოში, დასვენების, საქმიანი თუ სხვა მიზნით, ვადით არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს ერთი წლისა – უწყვეტად, და ყოფნის ადგილას მისი საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 157

ფიზიკური პირი, რომელსაც მიეწოდება ტურისტული პროდუქტი, საქართველოში არანაკლებ 24 საათის და არაუმეტეს ერთი წლის ვადით მოგზაურობის (მათ შორის, დასვენების ან/და გაჯანსაღების) მიზნით

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)