1.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო. იგი შედგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, მაჟორიტარული სისტემით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.
2.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა) საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) საკრებულოს მდივანი.
3.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერი არის ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც: ა) ირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით; ბ) (ძალადაკარგულია - 16.02.05 №1/2/213,243).
4.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა ქალაქის მთავრობა, რომელიც შედგება არა უმეტეს 15 წევრისაგან. ქალაქის მთავრობის წევრები არიან მერის მოადგილეები, აპარატის უფროსი, როგორც წესი, სამსახურის ხელმძღვანელები.
5.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243 - სსმ IV, №5, 22.02.2005 წ., გვ.2

