ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

მუხლი 9. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და თანამდებობის პირები

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულო, რომელიც შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით მაჟორიტარული სისტემით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.

2.სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა) საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საკრებულოს შემადგენლობიდან, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, იმავდროულად არის გამგებელი ; ბ) საკრებულოს მდივანი; გ) (ამოღებულია - 02.08.01 №1045).

3.სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომელიც იქმნება ამ კანონით გათვალისწინებული წესით, არა უმეტეს 7 წევრის შემადგენლობით. იმ სოფელსა და თემში, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 3000 კაცს, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა არ იქმნება და მის ფუნქციას ახორციელებს უშუალოდ გამგებელი.

4.საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს გამგეობის თანამდებობის პირები არიან: ა) სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის გამგებელი. იმ ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, გამგებელი ირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით; ბ) სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებლის მოადგილე (მოადგილეები), აპარატის უფროსი და ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებსაც ნიშნავს გამგებლი საკრებულოსთან შეთანხმებით.

5.სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს (გამგეობის) სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის (გამგებლის) წარდგინებით. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 თებ. 2001 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27¹18742385²321113121441401419
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი თვითმმართვ…მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს მთავრობის …