1.საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება მის წევრთა ნახევარი მაინც, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.
2.საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ.
3.საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება: ა) საკრებულოს გადაწყვეტილებით; ბ) თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.

