1.საკრებულოს სხდომაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები წყდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა ტარდება პერსონალური და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს საკრებულოს დადგენილებით ფარული კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს სხვა საკითხებზედაც.
2.თუ გამგებელმა (მერმა) დააბრუნა საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად, საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში კენჭი უყაროს გამგებლის (მერის) შენიშვნებს. თუ შენიშვნები არ იქნა მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ გამგებლისადმი (მერისადმი) წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3.საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

