ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

მუხლი 33. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრება და შექმნის საფუძვლები

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრებაა ის ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის სფეროში (ადგილობრივი საკუთრება).

2.ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრებაში შემავალი ობიექტების კატეგორია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3.ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრება იქმნება: ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემით; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ თავანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით; გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

4.ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში შემავალი ქონება იყოფა ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად. ძირითადია (განუსხვისებელია) ის ქონება, რომელიც წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელების საფუძველს და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ძირითად (განუსხვისებელ) ადგილობრივ ქონებას უშუალოდ ფლობენ და სარგებლობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათი ადგილობრივი სამსახურები. ამ ქონების გასხვისება დაიშვება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი ქონების შექმნით ან შეძენით არსებულმა ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება. ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორია და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

5.სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 თებ. 2001 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7674192106258222423833
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს კონსტიტუცი…წყლის რესურსების მართვ…სასოფლო-სამეურნეო დანი…აჭარის ავტონომიური რეს…