ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

მუხლი 34. ადგილობრივი ბიუჯეტი

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ადგილობრივი ბიუჯეტი წარმოადგენს სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითად საფინანსო გეგმას.

2.ადგილობრივი ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა, ისე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისაგან.

3.ადგილობრივი ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს მისი უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საკუთარი, მათ შორის, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან მიღებული შემოსავლებით და გამოთანაბრებითი ტრანსფერებით, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე მიზნობრივი ტრანსფერით. დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული პროგრამები და ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ტრანსფერით ან/და სხვა შესაბამისი შემოსავლით.

4.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, მიზნობრივი ტრანსფერის გარდა, დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ყველა სხვა წყაროდან მიღებული შემოსავლები. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, გამოიყენება მომდევნო წელს.

5.ადგილობრივი ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია ყველა ის შემოსავალი, რომელიც დადგენილია ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით; ხარჯები, გაწერილი ფუნქციური და ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისად; მომდევნო ორი ფისკალური წლის შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზი; ინვესტიციების ხარჯების პროგნოზი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ინვესტიციების მიზნისა და საჭირო ხარჯების შესახებ.

6.ადგილობრივი ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გაერკვეს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.

7.ადგილობრივი ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მოიცავდეს ყველა შემოსავალსა და ხარჯს სახეების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების გამოყოფით; ბ) ითვალისწინებდეს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ვალის გადახდას. ადგილობრივ ბიუჯეტში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯებისათვის. სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საერთო ხარჯების 2%-ს.

8.ყოველი დასაფინანსებელი პროექტი საკრებულოს წარედგინება წერილობით და იგი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) ხარჯების მიზნისა და მათი გაწევით მოსალოდნელი შედეგების შესახებ; ბ) დაფინანსების მოცულობის, დაფინანსების წყაროების, სესხის ოდენობისა და დაფარვის ვადის ჩვენების შესახებ, თუ ასეთი გათვალისწინებულია პროექტით; გ) სესხის დაფარვის წლიურ თანხისა და იმ მიმდინარე ხარჯების შეფასების შესახებ, რომლებსაც მოითხოვს ინვესტიცია.

9.ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, შესრულებისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით, „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 თებ. 2001 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8766583663909289106241734
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს რესპუბლიკი…ადგილობრივი მოსაკრებლე…