1.ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში, აგრეთვე იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
2.თემში გაერთიანებულ სოფლებში აირჩევა მხოლოდ თემის თვითმმართველობის ორგანოები.
3.ადგილობრივ მმართველობას ახორციელებენ რაიონის ადგილობრივი მმართველობის, აგრეთვე იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
4.რაიონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მმართველობის განხორციელებას უზრუნველყოფენ ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

