1.„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1998 წელს შექმნილი საკრებულოების უფლებამოსილების ვადის დასასრული განისაზღვროს არა უგვიანეს 2002 წლის 20 ივნისით.
2.ამ კანონით განსაზღვრული საკრებულოების, გამგებლებისა და მერების არჩევნები ჩატარდეს 2002 წლის 3 ივნისამდე.
3.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკრებულოებს უფლებამოსილება შეუწყდეთ ახალარჩეული საკრებულოების პირველი შეკრებისთანავე. საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის ორგანული კანონი №1142 - სსმ I, №30, 30.10.2001 წ., მუხ.119 თავი X დასკვნითი დებულებანი

