1.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ურთიერთშეთანხმებით, გაერთიანდნენ თემში და შექმნან თვითმმართველობის ერთიანი ორგანო. გაერთიანების შემთხვევაში დასაშვებია საკრებულოს წევრთა დადგენილი რაოდენობის გაზრდა. საკრებულოს წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. გაერთიანების შემთხვევაში სახელმწიფო თვითმმართველობის ბიუჯეტს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფს დამატებით სუბსიდიას.
2.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელების მიზნით უფლება აქვთ დადგენილი წესით, ხელშეკრულების საფუძველზე, შექმნან ერთობლივი ორგანოები, რომლებსაც გადასცემენ მათ უფლებამოსილებაში არსებულ ცალკეულ ერთგვაროვან ფუნქციებს და ამ ფუნქციათა განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106 თავი II ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები

