საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

მუხლი 22. დათქმა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 18 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს შესაძლებელია დათქმის გაკეთება ხელშეკრულების პირობების დაცვით და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. დაუშვებელია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე დათქმის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულება კრძალავს ამგვარ მოქმედებას და თუ ეს ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ობიექტსა და მიზნებს.

2.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, დამტკიცების ან ხელშეკრულებასთან შეერთების დროს გაკეთებული დათქმა ფორმდება წერილობით და ამის შესახებ ეცნობება დეპოზიტარს ან სხვა ხელშემკვრელ მხარეს.

3.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს მიერ გაკეთებულ დათქმაზე უარის თქმა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, იმავე წესით, რა წესითაც გაკეთდა დათქმა.

4.სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე გაკეთებული დათქმის აღიარებას ან მასზე პროტესტის გამოთქმას, საერთაშორისო ხელშეკრულების პირობების დაცვითა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ახორციელებს ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც წყვეტს საქართველოსათვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების საკითხს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 ნოე. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
473503853731518512113017922
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საერთაშორი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს პარლამენტი…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა