Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებმუხლი 3

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

მუხლი 3. ტერმინების განმარტება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 18 ოქტ. 2022
თემები:ხელშეკრულებათა სამართალიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებიკომერციული ხელშეკრულებებისაერთაშორისო კონტრაქტებიპროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასტარტაპის იურიდიული მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საერთაშორისო ხელშეკრულება – საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, განურჩევლად იმისა, წარმოდგენილია იგი ერთი თუ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა; ბ) ხელშემკვრელი მხარე – სახელმწიფო, რომელმაც გამოთქვა თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, ხელშეკრულების ძალაში შესვლის მიუხედავად; გ) მონაწილე – სახელმწიფო, რომელმაც გამოთქვა თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე და რომლისთვისაც ხელშეკრულება ძალაშია შესული; დ) ხელშეკრულების დადება – ყველა მოქმედება, რომელსაც საქართველო ხელშეკრულების მიმართ ახორციელებს საერთაშორისო დონეზე, მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი სავალდებულოდ აღიარების ჩათვლით; ე) ხელმოწერა – ხელშეკრულების დადების სტადია ან საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე საქართველოს თანხმობის გამოხატვის ფორმა; ვ) რატიფიცირება, დამტკიცება, შეერთება – საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების მისთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ფორმა; ზ) უფლებამოსილება – საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ერთი ან რამდენიმე პირი ინიშნება საქართველოს მხარის წარმომადგენლად მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ტექსტის მიღების ან მისი აუთენტურობის დადგენის, ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის განხორციელების მიზნით; თ) დათქმა – ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს გაკეთებული ცალმხრივი განცხადება, რომელიც გამოხატავს საქართველოს მიმართ ხელშეკრულების გარკვეულ დებულებათა სამართლებრივი მოქმედების გამორიცხვის ან შეცვლის სურვილს; ი) საერთაშორისო ორგანიზაცია – საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი ორგანიზაცია; კ) დეპოზიტარი – სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია ან მისი მთავარი აღმასრულებელი თანამდებობის პირი, რომელიც ინახავს საერთაშორისო ხელშეკრულების დედანს და ასრულებს ამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს; ლ) დენონსაცია – საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად; მ) გაუქმება (ანულირება) – საერთაშორისო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას მეორე მონაწილე მხარის მიერ მისი არსებით ად დარღვევის შემთხვევაში ან საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების შესაბამისად ; ნ) კორექტირება – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოენოვან აუთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის შემთხვევაში ქართული თარგმანის შესწორება. საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73 საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21 სექ. 2018
  2. 22 ივნ. 2012
  3. 28 აპრ. 2006

    მე-3 მუხლს დაემატა ახალი ტერმინის, „კორექტირების“, განმარტება ქართული თარგმანის უცხოენოვან აუთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის შემთხვევაში შესწორების მნიშვნელობით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასტუმროს მართვის კონტრაქტები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტრანსსასაზღვრო კომერციული კონტრაქტები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პარტნიორობის ხელშეკრულების შედგენა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 18 ოქტ. 2022 · №17

  • 3 ცვლილება · ბოლო 21 სექ. 2018
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 7საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე
  • 4საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება
  • 22დათქმა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 327შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 1ტერმინთა განმარტება

საზღვაო კოდექსი

  • 44¹

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2244¹3277422332133
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საერთაშორი…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…უცხოეთის აგენტების რეგ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 18 ოქტ. 2022 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026