Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 21

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 21. თანამშრომლობის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:საერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლიორგანიზებული დანაშაული და კანონიერი ქურდი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებაზე, თუ: ა) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ბ) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს; გ) თანამშრომლობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; დ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, საქართველოს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად მიაჩნია. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის ჩადენის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს; ე) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.

2.თუ საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს აქვს ეჭვი, რომ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, პოლიტიკური დანაშაულია, იგი ამის შესახებ აცნობებს საქართველოს პროკურატურას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლობის თაობაზე ან თანამშრომლობის განხორციელებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3804 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. თავი VI დასკვნითი დებულება

რედაქციების შედარება

1. თუ საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებაზე, თუ: ა) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ბ) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს; გ) თანამშრომლობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; დ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, საქართველოს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად მიაჩნია. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის ჩადენის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს; ე) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. 2.   თუ საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს აქვს ეჭვი, რომ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, პოლიტიკური დანაშაულია, იგი ამის შესახებ აცნობებს საქართველოს პროკურატურას, რომელიცრომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლობის თაობაზე ან თანამშრომლობის განხორციელებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3804 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. თავი VI დასკვნითი დებულება

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 13 დეკ. 2018
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტერპოლის წითელი შენიშვნის ამოშლა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჯგუფური დანაშაული (დაცვა)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №6

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2018-12-13
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 8სპონტანური თანამშრომლობა
  • 4სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები
  • 7თანამშრომლობა მოთხოვნის საფუძველზე

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 12სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 56⁶ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე უარის თქმის საფუძვლები

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 32—

პროკურატურის შესახებ

  • 30საერთაშორისო თანამშრომლობა

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 18საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 14საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 12ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 35წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 484ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12484351256⁶3284714301821
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…სამართალდაცვით სფეროში…ხელშეკრულება საქართველ…პროკურატურის შესახებსამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი შეფასებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025