1.ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „ე 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია გენერალური აუდიტორის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობა საჯაროა და ქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3268 – ვებგვერდი, 13.08.2018წ საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2204 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი IV. ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება

