სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

მუხლი 32. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 19 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში დაამტკიცოს შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები.

2.(ამოღებულია).

3.(ამოღებულია).

3¹.(ამოღებულია - 18.12.2015, №4675) .

4.(ამოღებულია - 18.12.2015, №4675) .

5.(ამოღებულია - 18.12.2015, №4675) .

6.ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნამდე უფლებამოსილია შიდა აუდიტის განსახორციელებლად თხოვნით მიმართოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოსთან არსებულ შიდა აუდიტის სუბიექტს, რომელიც დაწესებულების ხელმძღვანელთან და საბჭოსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შიდა აუდიტის განხორციელებას.

7.ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემური, ეფექტიანობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტების განხორციელება დაიწყოს 2013 წლის 1 იანვრიდან.

8.ამ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად გამოსაცემი/მისაღები სამართლებრივი აქტები გამოსცენ/მიიღონ ამავე კანონით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირებმა/ორგანოებმა, ხოლო თუ ასეთი პირები/ორგანოები ამ კანონით არ არის განსაზღვრული – გამოსცეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

9.ამ კანონის II თავით გათვალისწინებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება უზრუნველყონ ამავე კანონით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა მას შემდეგ, რაც ჰარმონიზაციის ცენტრი შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინსტრუქციას.

10.სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებებს ახორციელებს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული. მისი უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მიზნები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების დებულებით და გამიჯნულია შიდა აუდიტის ფუნქციისაგან. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3375 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.252 საქართველოს 20 10 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 3756 - სსმ I, № 62 , 05 .

11.20 10 წ., მუხ. 395 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1446 - ვებგვერდი, 28.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1795 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 29 ივლ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2013 – 1 იან. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 32-ე მუხლის მე-8 პუნქტში ფინანსთა მინისტრის მიერ აქტების გამოცემისას ამოღებულია ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ განხილვა-მოწონების პირობა. მე-10 პუნქტში სამსახურებრივ შემოწმებას ახლა ახორციელებს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული, რომელიც გამიჯნულია შიდა აუდიტის ფუნქციისაგან.

  2. · გამოქვეყნდა 28 ოქტ. 2013

    32-ე მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომელიც შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნის ვადას ადგენს: 2014 წლის 1 იანვარი ჩამოთვლილი სამინისტროებისა და დაწესებულებებისთვის, 2015 წლის 31 დეკემბერი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. დაემატა აგრეთვე ცვლილების მიმთითებელი საცნობარო აღნიშვნა.

  3. 32-ე მუხლის მე-5 პუნქტში სამინისტროს დასახელება შეიცვალა „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროთი“; ამოღებულია ძველი ცვლილების ცნობარული მითითება.

  4. 32-ე მუხლში ამოღებულია მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის ძველი ტექსტი, დაემატა 3¹ პუნქტი საბჭოს შექმნის შესახებ, ხოლო მე-6 პუნქტში შეთანხმების მხარედ ცენტრის ნაცვლად საბჭო დასახელდა.

  5. 32-ე მუხლის მე-5 პუნქტში შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნაზე ვალდებულ ორგანოთა ჩამონათვალს დაემატა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო; 2013 წლამდე ვადა უცვლელია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
371131417691034328332219432
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…პროდუქტის უსაფრთხოების…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…სახელმწიფო შიდა ფინანს…საჯარო სამართლის იურიდ…მეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა