1.ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები; დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები; ე) საქართველოს მთავრობის წევრი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე; ე 1 ) ( ამოღებულია - 04.04.2019, №4462 ); ე 2 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; ვ 1 ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ; ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; ზ 1 ) ( ამოღებულია - 29.06.2018, №2760 ); ზ 2 ) ( ამოღებულია - 07.12.2017, №1708 ); ზ 3 ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; თ) საქართველოს სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი; თ 1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი; ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი; ი 1 ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1280) ; კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; კ 1 ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მათთან გათანაბრებული პირები;\ კ 2 ) ( ამოღებულია - 29.06.2018, №2760 ); კ 3 ) ( ამოღებულია - 07.12.2017, №1708 ); ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა − დაზვერვის სააგენტოსი) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ლ 1 ) აფხაზეთისა და აჭ არის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები; ლ 2 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; მ 1 ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; მ 2 ) ( ამოღებულია - 26.06.2025, №808 ); ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს /საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი; ო) გენერალური აუდიტორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრები; პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი; ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი; რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი; ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი; უ) სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე; ფ) მუნიციპალიტეტის მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ქ) ( ამოღებულია - 05.02.2014, №1973 ); ღ) მოსამართლე; ყ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი, 1 1 და 1 2 პუნქტებით განსაზღვრული პროკურორები (გარდა სტაჟიორ-პროკურორისა), აგრეთვე საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსები, რომლებზედაც არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება; შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი; ჩ) ( ამოღებულია - 27.10.2015, №4358 ); ც) ( ამოღებულია - 24.06.2025, №707 ); ც 1 ) საქართველოს სახალხო დამცველი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე; ც 2 ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1290) ; ძ) ( ამოღებულია - 22.12.2018, №4097 ); წ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები; ჭ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრი. [ ჭ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრი. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე იგულისხმება: ა) ( ამოღებულია - 27.10.2015, №4358 ); ბ) სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი; გ) იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში დასაქმებული პირი, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი შესაბამის თანამდებობაზე ყოფნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 194-ე, 194 1 და 195 1 მუხლებით, 205 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 218-ე მუხლით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან), 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან) ან 286 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა (რომელთა შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56 საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.63 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987-სსმI, №21(28),14.06.99 მუხ.103 საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1014-სსმ №24, 01.08.2001წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3184-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.129 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4278-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.437 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4295-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.5 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4603-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.107 საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4818-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.172 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4861-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.190 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5249-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.319 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5470-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.381 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №486-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.202 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1277-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.61 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2669-სსმI, №7, 09.03.2010წ., მუხ.28 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4675 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5129 - ვებგვერდი, 27.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6174 - ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6612 - ვებგვერდი, 12.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1261 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 ნოემბრის კანონი №1526 - ვებგვერდი, 22.11.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1593 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1666 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1801 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1950 - ვებგვერდი, 17.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1973 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2361 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2643 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3129 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი №3614 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3932 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1708 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2760 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3305 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3287 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3822 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4097 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4245 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4403 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 4 აპრილის კანონი №4462 – ვებგვერდი, 11.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4592 – ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4931 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6732 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6992 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1343 – ვებგვერდი, 06.01.2022წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1320 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2566 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2890 – ვებგვერდი, 23.05.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3605 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4316 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4411– ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №707 - ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №778 - ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №808 - ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1033 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1280 – ვებგვერდი, 18.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1699 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1833 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.
