ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 9. ანგარიშგებების წარდგენა და გამოქვეყნება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.სუბიექტების  ანგარიშგებების და ჯგუფების კონსოლიდირებული ანგარიშგებების განსათავსებლად ვებგვერდის შექმნასა და მართვას, აგრეთვე ამ ვებგვერდის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამსახური.

2.სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

3.სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებებისა, გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. პირს უფლება აქვს, სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგება. სამსახური უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.

3¹.ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებული ანგარიშგებების ამ კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვას უზრუნველყოფს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით.

3².ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო ნორმა არ ვრცელდება იმ აუდიტორულ ფირმებზე, რომლებიც მეოთხე კატეგორიის საწარმოები არიან. სამსახური ვალდებულია ამ აუდიტორული ფირმების ანგარიშგებები თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

4.თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, იგი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება მისი ხელმისაწვდომობისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა.

5.სდპ ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე ან ბეჭდვით გამოცემაში.

6.სუბიექტი ვალდებულია მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს შუალედური ფინანსური ანგარიშგება. შუალედური ფინანსური ანგარიშგების  მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით.

7.მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ. თავი III პროფესიული ორგანიზაციები, პროფესიული სერტიფიცირება და განგრძობითი განათლება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.  სუბიექტების  ანგარიშგებების და ჯგუფების კონსოლიდირებული ანგარიშგებების განსათავსებლად ვებგვერდის შექმნასა და მართვას, აგრეთვე ამ ვებგვერდის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამსახური. 2. სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით. 3. სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებებისა, გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. პირს უფლება აქვს, სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგება. სამსახური უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. 3 1 . ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებული ანგარიშგებების ამ კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვას უზრუნველყოფს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით. 3 2 . ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო ნორმა არ ვრცელდება იმ აუდიტორულ ფირმებზე, რომლებიც მეოთხე კატეგორიის საწარმოები არიან. სამსახური ვალდებულია ამ აუდიტორული ფირმების ანგარიშგებები თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. 4. თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, იგი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება მისი ხელმისაწვდომობისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა. 5. სდპ ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე ან ბეჭდვით გამოცემაში. 6. სუბიექტი ვალდებულია მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს შუალედური ფინანსური ანგარიშგება. შუალედური ფინანსური ანგარიშგების  მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით. 7. მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ. თავი III პროფესიული ორგანიზაციები, პროფესიული სერტიფიცირება და განგრძობითი განათლება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 მაი. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
232485513 (დ…2622¹28756266865509
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…სახელმწიფო აუდიტის სამ…ფულის გათეთრებისა და ტ…პერსონალურ მონაცემთა დ…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა