1.2025 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს ბაზარზე განთავსებული, ამ კანონით გათვალისწინებული პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა და გასცეს სათანადო რეკომენდაციები პროდუქტის აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
2.შესაბამისი მიმწოდებელი/დილერი/მწარმოებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთან ითანამშრომლოს და უზრუნველყოს პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში ამ სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას პროდუქტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

