1.ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურეები არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, პროფესიული საჯარო მოხელე (შემდგომ – მოხელე) და საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირები.
2.ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურედ არ ჩაითვლება საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გამონაკლისებისა.
3.ამ კანონის მიზნებისთვის მრჩეველი არის პირი, რომლის უფლებამოსილება ძირითადად/არსებითად მოიცავს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელისთვის, იმ საწარმოს ხელმძღვანელისთვის, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელისთვის მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით რჩევების მიცემას.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №836 - ვებგვერდი, 30.06.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურეები არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, პროფესიული საჯარო მოხელე (შემდგომ – მოხელე) და საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირები.2. ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურედ არ ჩაითვლება საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გამონაკლისებისა. 3. ამ კანონის მიზნებისთვის მრჩეველი არის პირი, რომლის უფლებამოსილება ძირითადად/არსებითად მოიცავს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელისთვის, იმ საწარმოს ხელმძღვანელისთვის, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელისთვის მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით რჩევების მიცემას.საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №836 - ვებგვერდი, 30.06.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №95 · ძალაშია 1 ნოე. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
24 მაი. 2017 – 1 ივლ. 2017ტექსტი უცნობია
11 ნოე. 1997 – 27 აპრ. 2005მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსკორუფციის წინააღმდეგ ბ…საჯარო სამსახურის შესა…პენიტენციური კოდექსისაჯარო დაწესებულებაში …შრომის უსაფრთხოების შე…პროფესიული საჯარო მოხე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №107 · ბოლოს შემოწმდა