1.ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს.
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ
